კლოპენ ტრუიეფუ

კლოპენ ტრუიეფუ (წარმოთქმა: [klɔ.pɛ̃ tʁuj.fu], Clopin Trouillefou) — ლიტერატურული პერსონაჟი ვიქტორ ჰიუგოს რომანიდან „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“.

კლოპენი ანიმაციურ ფილმში „კუზიანი ნოტრ-დამიდან“.

ვიქტორ ჰიუგოს რომანში

ნაწარმოებში კლოპენი პიერ გრენგუარს ჩაუშლის პიესას, როდესაც დააყაჩაღებს მაყურებლებს. იმავე ღამით კი გრენგუარი მიეჭრება "საოცრებათა სასახლეში", სადაც კლოპენი წარმოჩნდება არა როგორც ქურდბაცაცა, არამედ უსახლკაროების მეფე.

კლოპენი გრენგუარს საზღვრის დარღვევის გამო ("საოცრებათა სასალეში" შესვლა პატიოსან ადამიანებს ეკრძალებოდათ) ჩამოხრჩობას მიუსჯის, თუმცა მშვენიერი ესმერალდა მას სიკვდილისგან იხსნის, იმით რომ ფორმალურად ცოლად გაჰყვება. ნაწარმოების ბოლოს კი, კლოპენი გებულობს ესმერალდას სასიკვდილო განაჩენის შესახებ, კაპიტან ფებუსის მოკვლის მცდელობის ბრალდებით. მისი გადარჩენის მიზნით, კლოპენი თავისი ხალხით გარს შემოარტყამს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს, რათა კათედრალზე იერიში მიიტანოს და გამოიხსნას ესმერალდა, რომელიც კვაზიმოდოს ჰყავს შეფარებული. იერიშის საპასუხოდ კვაზიმოდო თავს იცავს ქვებით, კუნძებით და გამდნარი ტყვიით. საბოლოოდ, ავტორი აღნიშნავს, რომ კლოპენი მამაცურად დაიღუპა ტაძარზე თავდასხმის დროს.

ადაპტაციები

მსახიობივერსია
ჯონ ვებ დილონი1917 წლის გადაკეთება
ერნესტ ტორენსი1923 წლის ვერსია
თომას მიტჩელი1923 წლის ვერსია
ფილიპ კლეი1956 წლის ვერსია
უილფრიდ ლაუსონი1966 წლის ვერსია
ტონი ქაუნთერი1977 წლის ვერსია
დევიდ საჩეტი1982 წლის ვერსია
პოლ კანდელი (გახმოვანება)1996 წლის ვერსია
ჯიმ დეილიკუზიანი (1997)
ლუკ მერვილი1997-2002, მიუზიკლი
დომენიკ პირონ1999 პაროდია
ჩარლ კოლბურნი2009 წლის ვერსია

დისნეის ანიმაციური ფილმი

კლოპენი აგრეთვე წარმოჩენილია უოლტ დისნეის ფილმში „კუზიანი ნოტრ-დამიდან“, სადაც იგი არის ბოშა. ფილმში კლოპენი ჰიუგოსეულ კლოპენტან შედარებით არის მეტად მხიარული და ნაკლებად ავბედითი. მის პერსონაჟს ახმოვანებს პოლ კანდელი.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი