კრისტინა მილიანი

კრისტინა მილიანი (ინგლ. Christina Milian; დ. 26 სექტემბერი, 1981, ჯერსი-სიტი, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. დაიბადა ჯერსი სიტიში და გაიზარდა მერილენდში. 19 წლის ასაკში ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Murder Inc. Records. 2001 წელს მილიანმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი. ნამუშევრიდან გამოუშვა სინგლები „AM to PM" და „When You Look At Me". „AM to PM" მოხვდა აშშ-ს ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში. 2003 წელს დაწერა სიმღერა „Call Me, Beep Me!", Disney Channel-ის ანიმაციური სერიალისთვის Kim Possible. 2004 წელს გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი „It's About Time“. ალბომის პირველი სინგლი „Dip It Low" მეხუთე ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში. მუსიკოსმა ასევე გამოუშვა მეორე სინგლი „Whatever U Want". ორივე სინგლი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის ტოპ 10-ში.

კრისტინა მილიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 26 სექტემბერი, 1981 (1981-09-26) (42 წლის)
დაბ. ადგილი Jersey City[1]
წარმოშობა ჯერსი-სიტი, ნიუ-ჯერსი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 1996 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • Milianheiress Music
  • Cash Money
  • Def Soul
  • Murder Inc.
  • Interscope
  • Island
  • MySpace
  • Radio Killa
  • Young Money
საიტი christinamilian.com
კრისტინა მილიანი ვიკისაწყობში

2006 წელს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი So Amazin'. სინგლი „Say I" ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 30-ში მოხვდა. ალბომის გამოსვლიდან ერთ თვეში მილიანმა დატოვა ლეიბლი Island Records. 2009 წელს ხელი მოაწერა ლეიბლთან Interscope Records. სინგლი „Us Against the World" გამოვიდა 2008 წლის ოქტომბერში.

მუსიკალური კარიერის გარდა, მილიანმა 2003 წელს ითამაშა ფილმში Love Don't Cost a Thing. ასევე გამოჩნდა 2006 წლის საშინელებათა ფილმში Pulse. მილიანმა ასევე ითამაშა 2010 წლის ფილმში Family Original Movie Christmas Cupid, ეშლი ბენსონსა და ჩად მაიკლ მარისთან ერთად. 2015 წლიდან 2016 წლამდე გამოდიოდა სიტკომში Grandfathered. მუსიკოსს აქვს დესერტების ქსელი Beignet Box ლოს-ანჯელესში.

ადრეული ცხოვრება

კრისტინა მილიანი დაიბადა ჯერსი-სიტიში, ნიუ-ჯერსი. გაიზარდა ვალდორფში, მერილენდში. პატარაობაში ოცნებობდა მსახიობობაზე. 13 წლის ასაკში მშობლებთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მილიანმა იქ გაიცნო პროდიუსერი როდნი ჯერკინსი. სწორედ ამ დროს დაიწყო მუსიკის წერა.

კარიერა

კრისტინა მილიანი ცნობილი გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2000 წელს გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი რეპერ ჯეი როულთან ერთად, სახელწოდებით „Between Me and You".[2] ნამუშევარი ბილბორდის ცხელი ასეულში მე-11 ადგილზე გავიდა, ხოლო ბრიტანეთის სინგლების ჩარტში ტოპ 30-ში მოხვდა. მილიანმა დაწერა სიმღერა „Play" ჯენიფერ ლოპესის ალბომისთვის J. Lo (2001).[3] 19 წლის ასაკში ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Murder Inc. Records. 2001 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი. ის გამოვიდა 2001 წლის 9 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში.[4] ნამუშევარმა დაიკავა 23-ე ადგილი და გაიყიდა სულ 101,986 ეგზემპლარი. ალბომმა ნიდერლანდებში 36-ე ადგილი, ხოლო შვედეთში 98-ე ადგილი დაიკავა. ალბომი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გამოსულა 11 სექტემბრის ტერაქტის გამო.[5] მუსიკოსმა გამოუშვა ორი სინგლი „AM to PM" და „When You Look at Me".

მილიანი 2016 წელს

მილიანის მეორე ალბომი, „It's About Time", გამოვიდა 2004 წელს.[6] ალბომის სინგლი „Dip It Low" ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 5-ში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა კარგი შეფასებები ვერ დაიმსახურა კრიტიკოსებისგან, ის წარდგენილი იყო გრემის ჯილდოზე ნომინაციაში „საუკეთესო თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომი“. 2006 წელს მილიანმა გამოუშვა თავისი მესამე ალბომი, „So Amazin'".[7] ალბომი მე-11 ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში. წამყვანი სინგლი, „Say I", მეოთხე ადგილზე მოხვდა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში. ამ პერიოდში მან ითამაშა ფილმებში „Love Don't Cost a Thing", „Be Cool" და „Pulse".[8][9]

2006 წელს მუსიკოსმა დატოვა ლეიბლი Island Def Jam Music Group. შემდეგ ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან MySpace Records (Interscope Records).[10] იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა პროდიუსერებთან, როგორიცაა Cool & Dre, J. R. Rotem და T-Pain. 2012 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Young Money Entertainment და გამოუშვა სინგლი „Mr. Valentine".[11] ამ პერიოდში გამოჩნდა ABC Family-ის საშობაო ფილმში „Snowglobe" და რეალით შოუში „Christina Milian Turned Up", რომელიც ეთერში 2015 წლიდან 2016 წლამდე გადიოდა.[12] 2016 წელს ჩაწერა სიმღერა MC Harvey-თან ერთად, სახელწოდებით „We Own the Night".[13] 2017 წელს ის იყო ჟიურის წევრი Fox-ის შოუში „Superhuman".[14][15][16][17] 2019 წელს ითამაშა Netflix-ის ფილმში „Falling Inn Love".[18]

დისკოგრაფია

  • Christina Milian (2001)
  • It's About Time (2004)
  • So Amazin' (2006)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი