კრისტოფერ რობინი (ფილმი)

კრისტოფერ რობინი (ინგლ. Christopher Robin) — ამერიკული ფანტასტიკური კომედიურ-დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია მარკ ფორსტერი, სცენარის ავტორები ალექს როს პერი, ტომ მაკარტი და ალისონ შრედერი. ფილმი შთაგონებულია ალან ალექსანდრ მილნისა და შეპარდის ვინი პუჰის წიგნებიდან [1] და წარმოადგენს დისნეის ამავე სახელწოდების ფრენჩაიზის გაცოცხლებულ ვარიანტს. ფილმში მთავარ როლს ასრულებს იუან მაკგრეგორი, ხოლო მისი მეუღლის, ეველინის როლს ჰეილი ატველი. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ჯუმ ქამინგსი, ბრედ გარეტი, ნიკ მოჰამედი, პიტერ კაბალდი, სოფი ოკონედო, სარა შინი და ტობი ჯოუნსი. ფილმი მოგვითხრობს კრისტოფერ რობინის ისტორიას, რომელიც კარგავს წარმოსახვის უნარს, ერთადერთ გზას, რომლითაც თავის მეგობარს, ვინი-პუჰს უკავშირდება.

„კრისტოფერ რობინი“
ინგლ. Christopher Robin
რეჟისორი მარკ ფორსტერი
პროდიუსერი ბრიგჰამ ტეილორი
კრისტენ ბური
როლებში
კომპოზიტორი ჯეოფ ზანელი
ჯონ ბრაიონი
მწარმოებელი კომპანია Walt Disney Pictures
2DUX²
დისტრიბუტორი Walt Disney Studios Motion Pictures
გამოსვლის თარიღი

30 ივლისი, 2018 (ბარბენკი)

3 აგვისტო, 2018 (აშშ)
ხანგრძლივობა 104 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 75 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 197.7 მილიონი აშშ დოლარი

ვინი პუჰის გაცოცხლებული ვარიანტის შექმნის შესახებ 2015 წლის აპრილში გამოცხადდა, ხოლო ფორსტერი დამტკიცდა დირექტორის პოსტზე 2016 წლის ნოემბერში. მაკგრეგორმა ხელი მოაწერა კრისტოფერ რობინის როლს 2017 წლის აპრილში და ძირითადი გადაღებები დაიწყო იმავე წლის აგვისტოში გაერთიანებულ სამეფოში და გაგრძელდა ნოემბრამდე.

კრისტოფერ რობინის პრემიერა შედგა ბირბანკში, კალიფორნიაში, 2018 წლის 30 ივლისს. [2] აშშ-ში ფილმი გამოვიდა 2018 წლის 3 აგვისტოს, Walt Disney Studios Motion Pictures– ის მიერ. ფილმის მთლიანმა შემოსავალმა 197 მილიონ დოლარს გადააჭარბა და გახდა ყველაზე შემოსავლიანი ფილმი დისნეის ვინი პუჰი-ს ფრანჩაიზში. ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან ზოგადად დადებითი შეფასებები მიიღო, რომლებიც აქებდნენ მსახიობთა შესრულებას, მუსიკალურ გაფორმებას და ვიზუალურ ეფექტებს.[3] ფილმმა მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის კატეგორიაში ოსკარის 91-ე დაჯილდოებაზე.

წარმოება

განვითარება

2003 წელს, სახლი პუჰის კუთხეში-ით ინსპირირებულმა ბრიგამ ტეილორმა, დისნეის მიაწოდა იდეა ვინი პუჰის შესახებ, რომელიც ზრდასრული კრისტოფერ რობინის შესახებ იქნებოდა. ამასთან, იმ პერიოდში პუჰის სხვა პროექტების გამო, ეს მოსაზრება არ განიხილეს. [4] 2015 წელს, კრისტინ ბური ტეილორმა დაარწმუნა, რომ პროექტზე მუშაობა დაეწყო. შედეგად ამ ორმა პიროვნებამ პროექტზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო.[4]

2015 წლის 2 აპრილს, Walt Disney Pictures- მ გამოაცხადა, რომ მუშავდებოდა ანიმაციის გაცოცხლებული ვარიანტი, რომელიც შექმნილი იქნებოდა ვინი პუჰის ფრანჩაიზის პერსონაჟების მიხედვით, რომელიც მსგავსი სახის იქნებოდა, როგორიცაა: 2010 წლის ალისა საოცრებათა ქვეყანაში, 2014 წლის მალეფისენტი და 2015 კონკია. ალექს როს პერი დაიქირავეს სცენარის შესაქმნელად.[5] 2016 წლის 18 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტუდიამ დაიქირავა მარკ ფორსტერი რეჟისორის პოსტზე და ფილმს კრისტოფერ რობინი უწოდეს. ფილმს ექნებოდა „ჯადოსნური რეალიზმის ძლიერი ელემენტები და იგი მოიცავს ემოციურ მოგზაურობასა გულისამაჩუყებელ თავგადასავალს".[6] 2017 წლის 1 მარტს ტომ მაკარტი დაიქირავეს არსებული სცენარის დასარედაქტირებლად.[7]

გადაღებები

ფილმის ძირითადი გადაღებები დაიწყო 2017 წლის აგვისტოს დასაწყისში, გაერთიანებულ სამეფოში[8][9][10] და დასრულდა 2017 წლის 4 ნოემბერს. ფილმის სცენების უდიდესი ნაწილი გადაიღეს აშდაუნის ტყეში, ასევე უინძორის დიდ პარკში, შეპერტონის კინოსტუდიებში და დოვერის სანაპიროზე.[11]

მუსიკალური გაფორმება

ჯოჰან ჯოჰანსონი დაიქირავეს ფილმისთვის მუსიკალური კომპოზიციის შესაქმელად, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, 2018 წლის 9 თებერვალს. [12] ფილმი ეძღვნება მის ხსოვნას. [13] მუსიკალური კომპოზიცია საბოლოოდ შექმნა ჯონ ბრაიონმა [14] და ჯეფ ზანელიმ.[15]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა