ესტონეთის მაზრები

(გადამისამართდა გვერდიდან მაზრა (ესტონეთი))

ესტონეთის ტერიტორია დაყოფილია 15 მაზრად (ესტ. maakond), რომლებიც თავის მხრივ იყოფა მუნიციპლიტეტების, ორ სახეობად ქალაქებად და თემებად. ამჟამად ესტონეთში 227 მუნიციპალიტეტია, რომელსაც მეთაურობს თემის უხუცესი (ესტ. vallavanem) ან ქალაქის მერი (ესტ. linnapea). ტალინი იყოფა შიდა ადმინისტრაციულ ერთეულებად – „ქალაქის ნაწილებად“, რომელსაც მეთაურობს ქალაქის ნაწილის უხუცესი (ესტ. linnaosavanem).

მაზრების ცხრილი

ესტონეთის ოლქები
მაზრის
გერბი
ქართული
სახელწოდება
ესტონური
სახელწოდება
კოდი
ISO 3166-2
მოსახლეობა
(2012)[1]
ფართობი,
ათასი
კმ²
სიმჭიდროვე,
კაცი/კმ²
მაზრის
ცენტრი
ვალგამააValga maakondEE-82337282,04417,0ვალგა
ვილიანდიმააViljandi maakondEE-84550543,42216,5ვილიანდი
ვირუმააVõru maakondEE-86373872,30516,7ვირუ
იდა-ვირუმააIda-Viru maakondEE-441665483,36451,4იიჰვი
იიგევამააJõgeva maakondEE-49364062,60414,3იიგევა
ლიაენე-ვირუმააLääne-Viru maakondEE-59667013,46519,1რაკვერე
ლიაენემააLääne maakondEE-57271872,38311,7ჰააფსალუ
პილვამააPõlva maakondEE-65306922,16514,5პილვა
პიარნუმააPärnu maakondEE-67881374,80718,5პიარნუ
რაპლამააRapla maakondEE-70365872,98012,4რაპლა
საარემააSaare maakondEE-74345272,92212,0კურესაარე
ტარტუმააTartu maakondEE-781509002,99349,8ტარტუ
ჰარიუმააHarju maakondEE-375298984,333120,3ტალინი
ჰიიუმააHiiu maakondEE-3999841,02310,0კიარდლა
იარვამააJärva maakondEE-51359262,62314,5პაიდე

ისტორია

XIII საუკუნეში ესტონეთი იყოფოდა 8 მაზრად: ვირუმაა, ლიანემაა, რივალა, საარემაა, საკალა, უგანდი, ჰარიუმაა და იარვამაა. სსრკ-ს შემადგენლობაში შეცვლის შემდეგ ესტონეთი 1947 წელს დაიყო რაიონებად, ხოლო 1952 წელს ოლქებად. სულ არსებობდა სამი ასეთი ოლქი.

  • პიარნუს ოლქი
  • ტალინის ოლქი
  • ტარტუს ოლქი

თუმცა ასეთი დაყოფა 1953 წელს გაუქმდა. 1987 წელს ესტონეთი იყოფოდა 15 რაიონად და 6 რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქად. ადმინისტრაციული დაყოფის ეს სისტემა შენარჩუნდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, თუმცა რაიონებს ეწოდათ მაზრები. ზოგიერთ მათგანს შეეცვალა სახელწოდება. რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქები, მათ შორის ტალინიც გაერთიანდა მაზრების შემადგენლობაში.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი