მერცხალები

ფრინველთა ქვეოჯახი მერცხალასებრთა ოჯახისა

მერცხალები (ლათ. Glareolinae) — ფრინველთა ქვეოჯახი მერცხალასებრთა ოჯახისა. აერთიანებს ორი გვარის (მერცხალა და Stiltia) 8 სახეობას. გამოირჩევიან მოკლე ფეხებითა და ნისკარტით, პირის ფართო ჭრილი თვალების დონემდე აღწევს. თავი მსხვილია, თვალები დიდი, კისერი მოკლე, ფრთები გრძელი და მახვილი, ბოლო ორკაპა. სხეულის სიგრძე 17–29 სმ-ს შეადგენს, მასა 50–200 გრამს აღწევს. შეფერილობის ძირითადი ფონი ერთფეროვანია, თიხისფერი, მუცელი უფრო ღია, ბოლოს ზედა და ქვედა მხარე თეთრი, ნისკარტის ძირში, ყელსა და კისერზე მკრთალი ნახატია. გავრცელებული არიან ევრაზიის, აფრიკისა და ავსტრალიის ღია მშრალ ლანდშაფტებში. ჰაერში იჭერენ დიდი ზომის მწერებს, საკვებს მიწაზეც მოიპოვებენ. ბუდობენ კოლონიებად (ასამდე მობუდარი) ან წყვილებად წყალსატევებთან ახლოს ვაკე ადგილებზე. უპირატესობას ანიჭებენ თაყირებს, ბიცობებს, ქვიშის ცელებს და კუნძულებს. ბუდეში 2–4 კვერცხს დებენ. კრუხობასა და ბარტყებზე ზრუნვაში ორივე პარტნიორი მონაწილეობს.

მერცხალები

მცირე მერცხალა (Glareola lactea)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მეჭვავიასნაირნი
ოჯახი:  მერცხალასებრნი
ქვეოჯახი:  მერცხალები
ლათინური სახელი
Glareolinae (Brehm, 1831)

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი