მწვანე ძურწა

მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა

მწვანე ძურწა[1] (ლათ. Setaria viridis) — მცენარე მარცვლოვანთა ოჯახისა. საგაზაფხულო ერთწლოვანი მარცვლოვანი სარეველა. აქვს ფუნჯა ფესვთა სისტემა. გაღივების მინიმალური ტემპერატურაა 6–8 °C, ოპტიმალური 20–30 °C. აღმონაცენი ჩნდება აპრილ-ივნისში (ივლის-აგვისტოში), ყვავილობს ივნის-სექტემბერში, ნაყოფიანობს ივლის-ოქტომბერში. მაქსიმალური ნაყოფიერება 2300 მარცვალი ერთ მცენარეზე, მოუმწიფებელ მდგომარეობაში თესლები ღივდება ნიადაგის 12–14 სმ სიღრმიდან, ცხოველმყოფელობას ინარჩუნებს არაუმეტეს 4 წლამდე. გვხვდება ნათესებში, ბაღებში, ბოსტნებში, სილნარ და ქვიშნარ ნიადაგებში.[2]

მწვანე ძურწა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანნი
რიგი:  თივაქასრასნაირნი
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ძურწა
სახეობა:  მწვანე ძურწა
ლათინური სახელი
Setaria viridis (L.) P.Beauv.

საქართველოში გვხვდება ყველგან.[3] ქართლ-კახეთში ცნობილია როგორც ძურწაბალახი, ზემო იმერეთშიღომფეტვა, ურნაველის ბალახი, რაჭაშიღომა, ლეჩხუმშიღომისთავა. ჭანურად ეწოდება მტკუი ქურუმი.[1]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი