პარსონ რასელ ტერიერი

პარსონ რასელ ტერიერი (ინგლ. Parson Russell Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

პარსონ რასელ ტერიერი
წარმოშობის ქვეყანადიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა5-8 კგ.
სიმაღლე28-38 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ეს ჯიში შექმნა დასავლეთ ინგლისის დევონშირის საგრაფოში მცხოვრებმა მღვდელმა ჯონ რასელმა, რომელიც ნადირობის დიდი მოყვარული იყო. მის მისაღებად მან უხეშბალნიანი ფოქსტერიერები გამოიყენა: ახალი ჯიშის წარმომადგენელს უნდა ჰქონოდა გრძელი ფეხები, რომ ცხენზე ამხედრებულ მონადირეს არ ჩამორჩენოდა, და პატარა სხეული, რომ მელიის სოროში შეძრომა შეძლებოდა. პარსონ რასელ ტერიერი ერთ-ერთი უსაყვარლესი პატარა ძაღლია ნიდერლანდებში და აშშ-ში. ამ ჯიშის პირველი წარმომადგენლების (ისევე, როგორც თანამედროვე ძაღლების) მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იყო გრძელი ფეხები. თავად მღვდელი პარსონ ჯეკ რასელი უპირატესობას აიჭებდა უხეშბალნიან ძაღლებს.

დღესდღეობით სტანდარტი უშვებს გლუვ და უხეშბალნიან პარსონ რასელებს, რომლებიც ძაღლების მოყვარულებში ერთნაირი პოპულარობით სარგებლობენ. ძლიერი და ენერგიული პარსონი ძალიან კარგი კომპანიონია, თუმცა რეგულარული ფიზიკური ვარჯიში სჭირდება. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი ყავისფრით, შავი თეთრით, სამფეროვანი (შავი, ჟღალი, თეთრი). წვერ-ულვაში სერიოზულ შესახედაობას აძლევს.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი