რბილი ცრუფარიანა

რბილი ცრუფარიანა (ლათ. Coccus hesperidum) — მწერი კოქციდების ოჯახისა. დედალი ბრტყელია, ოვალური, მოყვითალო-მომწვანო ან მონაცრისფრო. მისი სიგრძე 1,5-5 მმ აღწევს. მატლი უფერულია, თითქმის გამჭვირვალე. რბილი ცრუფარიანა გავრცელებულია სუბტროპიკულ და ტროპიკულ ზონაში. აზიანებს სუბტროპიკულ (უფრო ლიმონს) და დეკორატიულ მცენარეებს. ორანჟერეისა და ოთახის მცენარეების ძირითადი მავნებელია. წუწნით აზიანებს ფოთოლს, იშვიათად მიწისზედა სხვა ორგანოებს. მწერის ტკბილ გამონაყოფზე სახლდება სოკო, რომელიც აშავებს მცენარეს. ხშირად დაზიანებული მცენარე ხმება. მწერი ცოცხალმშობია, ზამთრობს მატლის ფაზაში. წელიწადში იძლევა 3-4 თაობას. რბილი ცრუფარიანას მავნეობას ამცირებს სოკო Cephalosporium-ი, აგრეთვე სხვა პარაზიტი, სოკოები და ენტომოფაგები (უფრო ქალციდები). რბილი ცრუფარიანას წინააღმდეგ იყენებენ ქიმიურ და ბიოლოგიურ ერთობლივი ბრძოლის მეთოდს (ინტეგრირებული მეთოდი).

რბილი ცრუფარიანა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ნახევრადხეშეშფრთიანები
ოჯახი:  კოქციდები
სახეობა:  რბილი ცრუფარიანა
ლათინური სახელი
Coccus hesperidum

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი