რეგულარ შოუ

რეგულარ შოუ (ინგლ. Regular Show) — ამერიკული ანიმაციური ტელესერიალი. მისი შემქმნელია ჯეიჯი კუინტელი. სერიალი შეიქმნა ამერიკული ტელეკომპანიისათვის Cartoon Network. მისი პრემიერა გაიმართა 2010 წლის 6 სექტემბერს. 2016 წლის 13 სექტემბერს Cartoon Network-მა განაცხადა ტლესერიალის დახურვის შესახებ 8 სეზონის შემდეგ.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სიუჟეტი ძირითადად აგებული არის 2 პერსონაჟის — ცისფერ ჩხიკვ მორდეკაის და ენოტ რიგბის გარშემო. ისინი ერთად საქალაქო პარკში მუშაობენ თოვლის კაც სკიპსთან და ყოველთვის მხიარულ პოპსთან ერთად, მათი უფროსის, საღეჭი რეზინის აპარატ ბენსონის მეთვალყურეობით. ასევე პარკში მუშაობენ მასლ მენი (დაკუნთული კაცი), და High Five მოჩვენება. გარდა ამ პერსონაჟებისა, სერიალში ხშირად ჩნდება რამდენიმე სხვა პერსონაჟიც — ტომასი, სიჯეი, მარგარეტი და ეილინი. მორდეკაი და რიგბი სულ ცდილობენ სამუშაოს თავი აარიდონ და გაერთონ, მაგრამ მათ ხშირად უწევთ თავის უპასუხისმგებლობაზე პასუხი აგონ. მხიარულებაზე ფიქრში მეგობრები თითქოსდა გამოუსავალ სიტუაციებში ხვდებიან, მაგრამ ბოლოში ისინი ამ სიტუაციებს თავს ყოველთვის აღწევენ ერთგული მეგობრების დახმარებით.

სერიალი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს. მას ყოველკვირეულად, მხოლოდ ამერიკის მასშტაბით, დაახლოებით 2,5 მლნ მაყურებელი ჰყავდა. შოუს ყველაზე წარმატებულ ეპიზოდად ითვლება, მე-3 სეზონის მე-18 ეპიზოდი „Eggscellent“.

აგრეთვე გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმი სერიალის მიხედვით — „Regular Show: The Movie“ (2015).[1]

რვა სეზონის და 261 ეპიზოდის შემდეგ, სერიალი დასრულდა 2017 წლის 16 იანვარს, ერთსაათიანი საფინალო ეპიზოდით „A Regular Epic Final Battle“.[2][3]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა