რუსთავის ავტოდრომი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რუსთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი — სარბოლო ტრასა, რომელიც მდებარეობს თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20-ე კილომეტრზე.

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომი
რუსთავის ავტოდრომი 2012 წლის აპრილში
ადგილისაქართველოს დროშა 3700, რუსთავი, 21-ე კმ თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალზე
სასაათო სარტყელიGMT+4
კოორდინატები41°34′14″ ჩ. გ. 44°56′56″ ა. გ. / 41.57056° ჩ. გ. 44.94889° ა. გ. / 41.57056; 44.94889
ტევადობა7 500
FIA-ს გატეგორია2
მფლობელიშოთა აბხაზავა
გახსნა2012
ძირითადი ღონისძიებებიLegends Cars Championship
Formula Alfa Championship
Touring & GT Championship
კონფიგურაცია A
ზედაპირიასფალტი
ტრასის სიგრძე4,140 კმ
მოსახვევები12
ვირაჟიმაქსიმალური ამაღლება 3,16%
მაქსიმალური დაქანება 2,5%
მინიმალური დახრილობა 1,75%
მაქსიმალური დახრილობა 8%
რეკორდული დრო1:44,591 (ნიკა ადეიშვილი, Gulf Racing, 2012, Formula Alfa)
„დრეგ-სტრიპი“
ტრასის სიგრძე0,83 კმ
კონფიგურაცია B
ტრასის სიგრძე2,140 კმ
მოსახვევები6
კონფიგურაცია C
ტრასის სიგრძე1,338 კმ
მოსახვევები6

ისტორია

„რუსთავი“ არის ბოლო სარბოლო ტრასა, რომელიც სსრკ-ში აშენდა. 1978 წელს გახსნილი ტრასა „რუსთავი“ იყო 4040 მ. სიგრძეში, ამასთან სასტარტო-საფინიშო ზონა შეადგენდა 18 მ. სიგანეში, 14 მ. - მოსახვევებში და 12 მ. - სწორ გზაზე.კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა კარტოდრომი, ტრასა ავტოკროსისათვის, მოტოტრეკი მოტობოლური ველით, ღია ტრიბუნა 500-800 ადგილზე; მის სიახლოვეს აგრეთვე იყო ტექნიკური ბაზა და სასტუმრო.პირველი ავტორბოლა ჩატარდა 1979 წლის ბოლოს. სსრკ-ს ჩემპიონატების ეტაპები ქ. რუსთავში ჩატარდა 11-ჯერ (1979-1989). სსრკ-ს დაშლის შემდეგ ტრასა რეკონსტრუირებული არ ყოფილა, გზის საფარი გამოსაყენებლად გახდა უვარგისი. 2006 წელს საქართველოს სტუმრად ეწვია საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის(FIA) მაშინდელი პრეზიდენტი მაქს მოსლი. საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დროს გადაწყდა, რომ რუსთავის დანგრეული ავტოდრომის ნაშთი გადაცემოდა საქართველოს საავტომობილო ფედერაციას, რაც რეალურად მხოლოდ 2008 წლის გაზაფხულზე განხორციელდა. 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტის მითითებით აღნიშნული ქონება ჩამოერთვა საქართველოს საავტომობილო ფედერაციას და ფორმალური აუქციონით მიეყიდა საავტომობილო ფედერაციის მიერ მოძიებულ პოტენციურ ინვესტორს და 2009 წელს მიწის ნაკვეთი ტრიბუნების ნანგრევებითა და ნახევრად განადგურებული გზის საფარით სახელმწიფო აუქციონზე შესყიდული იქნა კერძო კომპანიის „სტრომოსის“ მიერ.

რეკონსტრუქცია

დღეს, ტრეკი არის სრულიად განახლებული, 250 000 მ³ – ზე მეტი ნიადაგი იყო გადატანილი. აშენდა ახალი მუდმივი ტრიბუნა, სადაც კომფორტულად განთავსდება 2000 მაყურებელი. აშენდა FIA–ს სტანდარტების 28 ბოქსი ტრიბუნა 2–თან ერთად, რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი მეორე სართულზე მდებარეობს. რბოლის მართვის ცენტრი განთავსებულია პიტბილდინგის მესამე სართულზე.

გვირაბი სატვირთო მანქანებისთვის აშენდა მეორე და მესამე მოსახვევის სწორს შორის. გვირაბი ფეხით მოსიარულეთათვის დამატებული იყო ტრიბუნისა და პადდოკის დასაკავშირებლად. ახლად აშენებულ მესამე ტრიბუნაზე მაყურებლებს შეუძლიათ გადავიდნენ ხიდის გავლით, რომელსაც თავში და ბოლოში ამშვენებს სვანური კოშკები.

ტრეკი აღჭურვილია რამდენიმე საინჟინრო სისტემით როგორიც არის ვიდეო თვალთავლის სისტემა მთელს დისტანციაზე, 14 ელოქტრონულად კონტროლირებადი სასიგნალო განათება, ბოჭკოვან–ოპტიკური ქსელი, ხმის გამანაწილებელი და ქრონომეტრაჟის 5 სისტემა.სტარტ–ფინიშის ხაზი გაგრძელებულია ½ მილზე, რომელიც გამოიყენება დრაგისთვის.

უსაფრთხოება

რეკოსნტრუქციის შემდეგ ავტოდრომი აკმაყოფილებს FIA Grade 2–ის უსაფრთხოების ნორმებს, რომელიც რთავს ნებას ჩატარდეს ეროვნული რბოლები GP2–ის ჩათვლით. ყველა გასწრების ზონა დაფარულია სპეციალური კენჭებით, მაგრამ ყველაზე კრიტიკულ ადგილებს აქვს ასფალტირებული ზედაპირი.

ღონისძიებები

2012 წელს ტრეკზე ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, როგორიც არის 8 ეტაპიანი Legends Cars და Formula Alfa ეროვნული ჩემპიონატი, დრაგ–რეისინგი, წყვილთა რბოლა, დრიფტი,კარტინგი, მოტო–დრაგი. ბილეთების საფასური შეადგენს 5 ლარს, შეძენა შესაძლებელია ჭიშკართან. მთავარი ღონისძიებები ვრცელდება ადგილობრივი „პირველი არხის“ საშუალებით. 2012 წლის 14 ივლისიდან ადგილობრივმა ბუკმეკერმა "EuropeBet"–მა გამოჰყო ხაზი საქართველოს ჩემპიონატის მთავარი სარბოლო ჯგუფებისთვის.

გუნდები

ავტოდრომი სახლად იქცა რამდენიმე ახლად ჩამოყალიბებული გუნდებისთვის, როგორებიც არიან Gulf Racing, Liberty Bank Racing, MIA Force, Team Ajara, VTB Bank, Sports Ministry Team and GPB Team

ტრეკის თავისებურებანი

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ტრეკის ნახაზი
მახასიათებლებისიგრძე
სიგრძე4,140 კმ
მინიმალური სიგანე12,5 მ
მაქსიმალური სიგანე21,5 მ
სასტარტო-საფინიშო სწორის სიგრძე667 მ
GP2 ტიპის ავტომობილებისთვის შეფასებული მაქსიმალური სიჩქარე282 კმ/სთ
მიმართულებასაათის ისრის საპირისპირო
მაქსიმალური გრძივი აღმართი3,16 %
მაქსიმალური გრძივი დაღმართი2,5 %
მინიმალური გვერდული დახრა1.75 %
მაქსიმალური გვერდული დახრა8 %
მოსახვევები7 მარცხენა, 5 მარჯვენა
ავტოდრომის მაყურებლთა ტევადობა მისი ფუნქციონირების პირველ ეტაპზე7 500
გარაჟების რაოდენობა28
გარაჟების ზომა6 x 14 მ

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი