სალპინგოოფორიტი

სალპინგოოფორიტი იგივე (ადნექსიტი) საშვილოსნოს დანამატების (საშვილოსნოს მილისა და საკვერცხეების) ანთებაა. მას უმეტესად არასპეციფიკური ფაქტორები: გადაღლა, გაციება, სტრესი, უარყოფითი ემოცია, ზოგიერთი ექსტრაგენიტალური დაავადება - იწვევს.

სიმპტომები და მიმდინარეობა

ადნექსიტის ყველაზე ხშირი და დამახასიათებელი ნიშანია ტკივილი, რომელიც მუცლის ქვედა არეში ლოკალიზდება და ზოგჯერ წელში ან გავის მიდამოში გადაეცემა. ტკივილი მეტწილად პერიოდულია, იშვიათად - მუდმივი. არის შემთხვევები, როცა ტკივილი ანთებითი რეაქციის ნიშნების გაქრობის შემდეგაც გრძელდება და გაციების, ზოგიერთი დაავადების, ფიზიკური და ემოციური გადაძაბვის დროს ძლიერდება.

ნებაზე მიშვებული ადნექსიტი ქრონიკულ ფორმაში გადაიზრდება, რომელსაც პერიოდული გამწვავება ახასიათებს.

საშვილოსნოს დანამატების ქრონიკული ანთების ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა მენსტრუაციული ციკლის დარღვევა. ამ დროს მენსტრუაციას თან სდევს ტკივილი, გამონადენი ჩვეულებრივზე ჭარბი ან მწირია და ზოგჯერ მენსტრუაციამდე ან მის შემდეგაც იჩენს თავს, ავადმყოფი უჩივის ძილის დარღვევას, გაღიზიანებადობას, შრომის უნარის დაქვეითებას, სწრაფად დაღლას. ადნექსიტით დაავადებულთა 60-70%-ს უშვილობა ემუქრება.

მკურნალობა

ადნექსიტის მკურნალობა კომპლექსურია და დაავადების გამომწვევის გამოვლენასა და დათრგუნვას ისახავს მიზნად. ნაცხის აღება, ანტიბიოტიკებისადმი გამომწვევის მგრძნობელობის განსაზღვრა და შესაბამისი პრეპარატის შერჩევა ექიმის პრეროგატივაა.

ადნექსიტის მწვავე ფორმის მკურნალობა ტარდება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზებელი პრეპარატებით, ტკივილგამაყუჩებლებით.

საშვილოსნოს დანამატების ჩირქოვანი ანთებისას მიმართავენ ლაპაროსკოპიას - იღებენ ჩირქს და ანტიბაქტერიული პრეპარატები უშუალოდ ანთების კერაში შეჰყავთ. ინიშნება წოლითი რეჟიმი, ხოლო მწვავე სტადიის ჩაცხრობის შემდეგ - ფიზიოთერაპია და ბიოსტიმულატორები.

გამწვავებისას ავადმყოფი უჩივის ძლიერ ტკივილს მუცლის ქვედა არეში, მტკივნეულ და ხანგრძლივ მენსტრუაციას.

ქრონიკული ადნექსიტის დროს ტარდება ანთების საწინააღმდეგო და მადესენსიბილიზებელი თერაპია, ინიშნება ტკივილგამაყუჩებლები, ვიტამინები და იმუნოსტიმულატორები. შედეგიანია ფიზიოთერაპია, ბალნეოთერაპია, ვაგინალური აბაზანებისა და გინეკოლოგიური მასაჟების კურსი.

თუ მკურნალობა ქრონიკულ სტადიაზეც არ ჩატარდა, ჩნდება ნაწიბურები, ირღვევა საშვილოსნოს მილის გამტარობა, იმატებს საშვილოსნოსგარე ორსულობისა და უშვილობის ალბათობა.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება მითითებას ჯანმრთელობის თემებზე!

სქოლიო

ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" #14 (152) 2007 წ.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი