სანტანა (ჯგუფი)

სანტანა (Santana) — ამერიკული ლათინური როკის ჟანრის ჯგუფი, ჩამოყალიბებული სან-ფრანცისკოში (კალიფორნია) 1966 წელს, გიტარისტ კარლოს სანტანას მიერ. პირველი წარმატება მოიპოვა კომპოზიციით „Soul Sacrifice“, რომელიც ვუდსტოკის ფესტივალზე შეასრულა. ამას მოჰყვა ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი, Santana. წარმატება ჰქონდა შემდეგ ორ დისკსაც - Abraxas და Santana III. შემდგომ წლებში ჯგუფის შემადგენლობის შეცვლა ხშირად ხდებოდა. კარლოსს ურთიერთობა ჰქონდა გურუ სრი ჩინმოისთან, რამაც ჯგუფი უფრო ეზოთერული მუსიკის განხრით წაიყვანა - თუმცა ლათინური მუსიკის ელემენტების დაკარგვის გარეშე.

სანტანა

ჯგუფი 1971 წელს.
ბიოგრაფია
აგრეთვე ცნობილი როგორც Santana Blues Band
წარმოშობა სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1966–დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
წევრები

ძირითადი

  • კარლოს სანტანა
  • ბენი რიტველდი
  • კარლ პერასო
  • რეი გრინი
  • ენდი ვარგასი
  • ბილ ორტისი
  • ჯეფ კრესმანი
  • ტომი ენტონი
  • დევიდ კ. მეთიუზი
  • პაოლი მეხიასი
  • სინდი ბლეკმენ სანტანა
    კლასიკური შემადგებლობა
    (გაერთ. 2013 წელს)
  • ნილ შონი
  • გრეგ როლი
  • მაიკლ კარაბელო
  • მაიკლ შრივი
საიტი santana.com
სანტანა ვიკისაწყობში

1998 წელს სანტანა შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, წევრების, კარლოსის, ხოსე არეასის, დევიდ ბრაუნის, გრეგ როლის, მაიკ კარაბელოს და მაიკლ შრივის სახით[6].

ჯგუფი არის ცხრა გრემის და სამი ლათინური გრემის მფლობელი. კარლოსს გრემი, როგორც სოლო შემსრულებელს, მიღებული აქვს 1988 წელს. ჯგუფმა მსოფლიო მასშტაბით გაყიდა 90 მილიონზე მეტი ალბომი და ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად იქცა.[7] 2013 წელს ცნობილი გახდა ჯგუფის კლასიკური შემადგენლობის აღდგენის შესახებ. ამ შემადგენლობით ჩაიწერა ახალი დისკი, Santana IV, გამოცემული 2016 წლის აპრილში.

დისკოგრაფია

  • Santana (1969)
  • Abraxas (1970)
  • Santana III (1971)
  • Caravanserai (1972)
  • Welcome (1973)
  • Borboletta (1974)
  • Amigos (1976)
  • Festivál (1977)
  • Moonflower (1977)
  • Inner Secrets (1978)
  • Marathon (1979)
  • Zebop! (1981)
  • Shangó (1982)
  • Beyond Appearances (1985)
  • Freedom (1987)
  • Spirits Dancing in the Flesh (1990)
  • Milagro (1992)
  • Supernatural (1999)
  • Shaman (2002)
  • All That I Am (2005)
  • Guitar Heaven (2010)
  • Shape Shifter (2012)
  • Corazón (2014)
  • Santana IV (2016)
  • Africa Speaks (2019)
  • Blessings and Miracles (2021)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი