სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საერთაშორისო კოდექსი

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საერთაშორისო კოდექსი (შემოით, FSS კოდექსი ინგლ. FSS Code; ასევე ცნობილი, როგორც საერთაშორისო კოდექსი სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შესახებ; ინგლ. International Code for Fire Safety Systems) ― საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ფარგლებში მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულებების ნაკრები, რომელიც მიზნად ისახავს ხომალდებზე ხანძრის რისკების შემცირებასა და საგანგებო სიტუაციებისას სათანადო რეაგირების ხელშეწყობას.[1] კოდექსის კომპონენტების ნაწილი XX საუკუნეში სამგზავრო ხომალდებზე მომხდარი კატასტროფების შემდეგ შემუშავდა.

შინაარსი

MS Scandinavian Star (კატასტროფის შემდეგ, რის შედეგადაც 59 მგზავრი დაიბადა). კატასტროფის შემდეგ FSS კოდექსი კიდევ ერთხელ გადაიხედა

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების შესახებ საერთაშორისო კოდექსის ნაწილია:[2]

  • International Shore Connection ― განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა დაუკავშირდეს გემი პორტებსა და სანაპიროს, რათა ხანძრის გაჩენის შემთხვევაში მასთან ბრძოლა შეიძლებოდეს.
  • პერსონალური დაცვა ― ხანძართან ბრძოლისთვის საჭირო ტანსაცმელი და სასუნთქი მოწყობილობები
  • ცეცხლის ჩაქრობასთან დაკავშირებით:
    • ცეცხლმაქრები
    • პორტატული ცეცხლმაქრების მახასიათებლები
    • ფიქსირებული აირის ცეცხლმაქრი სისტემები
    • ფიქსირებული ქაფის ცეცხლმაქრი სისტემები
    • ფიქსირებული წყლის წნევისა და წყლის სპრეის სისტემები
    • ავტომატური ხანძრის დადგენისა და სახანძრო განგაშის სისტემები
    • ფიქსირებული საგანგებო სახანძრო ტუმბოები
    • ფიქსირებული საგემბანე ქაფის სისტემები
    • ინერტული აირის სისტემა
  • ხანძრის დადგენისა და სახანძრო განგაშის სისტემები
  • კვამლის აღმომჩენი სისტემები
  • გემის ქვემო ნაწილის სახანძრო სისტემები
  • გემის დატოვების საშუალებები

ისტორია

სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საერთაშორისო კოდექსი ეტაპობრივად განვითარდა:[3]

  • 1914 და 1929 წლების SOLAS კონვენციები, რომლებიც ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ მიიღეს.
  • 1948 და 1960 წლების SOLAS კონვენციები, რომლებიც 1934 წელს Morro Castle-ის კატასტროფის შემდეგ მიიღეს.
  • საერთაშორისო კონვენცია ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის შესახებ, რომელიც 1974 წლის 1-ელ ნოემბერს მიიღეს და სახანძრო სისტემებს მეორე თავი ფარავდა.
  • 1981 წლის ვარიანტი, რომელშიც მეორე თავი გადაიხედა.
  • 1990 წელს MS Scandinavian Star-ის კატასტროფა, რის შემდეგაც SOLAS კონვენციის მეორე თავის დამატება (სამგზავრო ხომალდების სახანძრო უსაფრთხოების მახასიათებლები) ლონდონში, 1992 წლის 10 აპრილს მიიღეს.[4]
  • სახანძრო სატესტო პროცედურების გამოყენების საერთაშორისო კოდექსი, რომელიც 1996 წლის 5 დეკემბერს, ლონდონში მიიღეს.
  • საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზოლუცია MSC.327(90): სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საერთაშორისო კოდექსის დამატებები, ლონდონი, 25 მაისი, 2012.[5]
  • საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის რეზოლუცია MSC.339(91): სახანძრო უსაფრთხოების სისტემების საერთაშორისო კოდექსის დამატებები, ლონდონი, 30 ნოემბერი, 2012.[6]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი