სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს

სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს“ (შვედ. Karlsson på taket smyger igen) — რიგით მესამე წიგნი კარლსონის შესახებ ზღაპრების სერიაში. მისი ავტორია ასტრიდ ლინდგრენი.

„სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ ოინბაზობს“
Karlsson på taket smyger igen

წიგნის გარეკანი, შვედური გამოცემა
ავტორი ასტრიდ ლინდგრენი
ილუსტრატორი ილონ ვიკლანდი
ქვეყანა შვედეთი
ენა შვედური
თემა მეგობრობა
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Rabén & Sjögren
გამოცემის თარიღი 1968
წინამორბედი სახურავის ბინადარი კარლსონი კვლავ მოფრინდა
მომდევნო ყველაფერი სახურავის ბინადარი კარლსონის შესახებ

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

სვანტესონების ოჯახი კვლავ მიემგზავრება სტოკჰოლმიდან. რჩებიან მხოლოდ ბიჭუნა, ფრეკენ ბოკი და კარლსონი, რომელიც მათ დრო და დრო აკითხავს. ასევე სტუმრად და სამკურნალოდ ჩამოდის იულიუსი (ბიჭუნას მამის ბიძია). თავდაპირველად ისე ჩანს, თითქოს მას არ სწამს ზეარსებების ან ზღაპრების გმირების არსებობის, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ეს ასე არ არის. კარლსონი დრო და დრო ჩაუფრენს მის ფანჯრებს, რითაც არწმუნებს, რომ ’’ზღაპრული გმირები ნამდვილად არსებობენ’’. იულიუსი კი, დროთა განმავლობაში, დიდი სიმპატიით განეწყობა ფრეკენ ბოკის მიმართ. თავის მხრივ, არც ფრეკენ ბოკია გულგრილი და მისი ხისტი ხასიათი ამით კიდევ უფრო რბილდება.

ამავე დროს კარლსონზე დიდი ძებნაა გამოცხადებული. მის დასაჭერად დიდი ფულადი თანხაა დაწესებული. სვანტესონების ბინას ეწვევიან ქურდები ფილე და რულე, რომელთაც სურთ კაცუნას პოლიციაში წაყვანა, მაგრამ კარლსონი ორივეს კარადაში მოამწყვდევს. მოგვიანებით ფრეკენ ბოკი აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთი მათგანი მისი დის, ფრიდას ყოფილი შეყვარებულია, რომელიც მას ცუდად მოექცა. დაშინებული ქურდები ტოვებენ სახლს.


🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი