სეფიეთის ტაძარი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სეფიეთი (მრავალმნიშვნელოვანი).

სეფიეთი — სამნავიანი ბაზილიკა სოფელ სეფიეთში აბაშის მუნიციპალიტეტში[1]. სეფიეთის ეკლესია ერთ–ერთი უძველესია სამეგრელოში. ნაშენია ქვითა და აგურით, გამოყენებულია თლილი და ნატეხი ქვა. მრავალგზის გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. დასავლეთით მიშენებული აქვს უფრო დაბალი სათავსი — ეგვტერი ან საქალებო. ეკლესიაც და მინაშენიც მოხატულია გვიანდელ შუა საუკუნეებში. მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა (აბრამ აილაძის, მოხატვის მოთავის — ჭყონდიდელი ზოსიმე კოპლატაძის და სხვა) პორტრეტები. მათი სახელები წარწერებშია მოხსენიებული. აქ ნაპოვნი ჯვრებითა და მზის გამოსახულებით შემკული სვეტისთავი (დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს.

სეფიეთი

სეფიეთის ტაძარი

სეფიეთის ტაძარი — საქართველო
სეფიეთის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები42°15′16″ ჩ. გ. 42°13′09″ ა. გ. / 42.2546639° ჩ. გ. 42.2193278° ა. გ. / 42.2546639; 42.2193278
რელიგიური კუთვნილებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანადროშა: საქართველო საქართველო
პროვინციასამეგრელო
მუნიციპალიტეტიაბაშის მუნიციპალიტეტი
სასულიერო სტატუსიმოქმედი

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

  •  კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5172

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი