სიცილის ეპიდემია ტანგანიიკაში

სიცილის ეპიდემია ტანგანიიკაში1962 წელს ტანგანიიკის რესპუბლიკაში (ამჟამად ტანზანია) მომხდარი მასობრივი ისტერიის ან ფსიქიკური ეპიდემიის შემთხვევა[1][2][3][4].

ეპიდემია დაიწყო 1962 წლის 30 იანვარს სოფელ კაშაშაში, ქალთა სკოლა-ინტერნატში, რომელიც გახსნეს ქრისტიანმა მისიონერებმა. სამმა აღსაზრდელმა დაიწყო უკონტროლო სიცილი და სიცილისაგან გამოწვეული ტირილი. მათი სიცილი გადაედო სკოლა-ინტერნატის 12-დან 18 წლამდე ასაკის 95 მოსწავლეს[5][6][4]. სიცილი კონკრეტულ შემთხვევებში გრძელდებოდა რამდენიმე საათიდან 16 დღემდე. პედაგოგები სიცილის ეპიდემიაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ ვინაიდან მოსწავლეები ვერ ამახვილებდნენ ყურადღებას საგაკვეთილო პროცესისადმი, 1962 წლის 18 მარტს სკოლა-ინტერნატი დროებით დაიხურა[7]. 21 მაისს შეეცადნენ მეცადინეობა აღედგინათ, მაგრამ უშედეგოდ (ამ დროისათვის სიცილის ეპიდემია გასცდა სოფლის ფარგლებს)[4].

სკოლის დახურვის შემდეგ მოსწავლეები გააგზავნეს საკუთარ სახლებში და ეპიდემია გავრცელდა მეზობელ სოფელ ნშამბაში[7]. აპრილში და მაისში სიცილის ეპიდემია მოედო კიდევ 217 ადამიანს, რომელთა უმრავლესობა იყვნენ ბავშვები და ახალგაზრდები. ივნისში სიცილი გადაედო რამაშენეს ქალთა სკოლის 48 მოსწავლეს, რომელიც მდებარეობდა ქალაქ ბუკობის მახლობლად[5].

სიცილის ეპიდემია დასრულდა დაწყებიდან 18 თვის შემდეგ[8]. გარდა სიცილისა, რეგიონიდან იტყობინებოდნენ ისეთ თანამდევ პროცესებზე როგორიცაა ტკივილი, მეტეორიზმი, სუნთქვის პრობლემები, გამონაყარი[9]. საერთო ჯამში დაიხურა 14 სკოლა და 1 000 ადამიანი მოექცა სიცილის ეპიდემიის გავლენის ქვეშ[10].

სიცილის ეპიდემიის ერთ-ერთ შესაძლო მიზეზად სკოლის მოსწავლეებისთვის ცუდი პირობების კომბინაცია (არასასიამოვნო სკამი, საერთო საცხოვრებელი ფანჯრების გარეშე და მასწავლებლების სიმკაცრე) და პროტესტის უუნარობა სახელდება[4].

ლიტერატურა

  • Schmidt S., Schmidt A. Seriously Funny: Mexican Political Jokes as Social Resistance. — University of Arizona Press, 2014. — С. 19. — ISBN 9780816530779.
  • Provine R.R. Laughter: A Scientific Investigation. — Penguin Group US, 2001. — ISBN 9781101659250.
  • McGraw P., Warner J. The Humor Code: A Global Search for What Makes Things Funny. — Simon&Schuster, 2014. — 67—75 с. — ISBN 9781451665413.
  • Трауберг Л. З. Дэвид Уорк Гриффит; Мир наизнанку // Избранные произведения в двух томах / Л. З. Трауберг. — М.: Искусство, 1988. — С. 246.
  • Бутовская М.Л. Язык тела: природа и культура : эволюционные и кросс-культурные основы невербальной коммуникации человека. — Научный мир, 2004. — С. 76.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი