ფორტი № 5 — მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III

ფორტი № 5 — მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III (რუს. Форт № 5 — Король Фридрих Вильгельм III; გერმ. Friedrich Wilhelm III) — სამხედრო საფორტიფიკაციო ნაგებობა კალინინგრადში, რომელიც იცავდა პილაუს გზას. მიეკუთვნება კენიგსბერგის საფორტიფიკაციო ნაგებობების რკალს. სახელი ეწოდა პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ III-ის პატივისცემის ნიშნად, რომელიც ქვეყანას მართავდა ნაპოლეონთან ომების პერიოდში.

ფორტი № 5 — მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III
Форт № 5 — Король Фридрих Вильгельм III
კოორდინატები 54°45′09″N 20°26′35″E / 54.752619° ჩ. გ. 20.443108° ა. გ. / 54.752619; 20.443108
მდებარეობა კალინინგრადი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1870
დასრულების თარიღი 1890
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 3910205000

1945 წლის აპრილის დასაწყისში აიღეს საბჭოთა ძალებმა, გერმანულმა ძალებმა კაპიტულაცია გამოაცხადეს, ხოლო თავად ფორტი ძლიერ დაანგრიეს. 1979 წლიდან აქვს დიდი სამამულო ომის ისტორიის მუზეუმის სტატუსი. 2010 წლიდან გახსნილია ტურისტებისთვის. არის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

მშენებლობა

მშენებლობის პერიოდია XIX საუკუნის დასასრული. ეს არის ექვსკუთხა ნაგებობა, რომელიც აგებულია აგურისა და ბეტონისაგან. სიგრძე 215 მეტრი, ხოლო სიგანე - 105 მეტრი. შემოსაზღვრულია მიწაყრილით და ორმოთი, რომელიც წყლითაა სავსე. ფორტის კედლის სისქეა 5 მეტრი[1], ორმოს სიგანე 20-25 მეტრი, სიღრმე 5 მეტრი. ფორტი გარესამყაროს უკავშირდება ასაწევი ხიდით[2][1].

აქ მდებარეობდა ყაზარმები ქვეითი ასეულებისათვის, საარტილერიო დანაყოფები და მესანგრეთა ჯგუფები. 1886 წელს ფორტი დამატებით გადახურეს რკინა-ბეტონით. კენიგსბერგის შტურმის დროს შენობა დამატებით გაამაგრეს[3].

ფორტის გერმანული გარნიზონი მოითვლიდა 350[1] ჯარისკაცსა და ოფიცერს. შეიარაღებაში ჰქონდათ 8 ქვემეხი, 25 ნაღმმტყორცნი, 50-მდე სხვავასხვა კალიბრის იარაღი, 60 ავტომატი და 200 მეტი შაშხანა.

შტურმი

კენიგსბერგის შტურმის დროს ფორტი № 5 იცავდა რაუშენის გზას და ხელს უშლიდა საბჭოთა 43-ე არმიის წინსვლას.

პირველი მცდელობა საარტილერიო ცეცხლით დაენგრიათ ფორტი, განახორციელა საბჭოთა არმიამ 1945 წლის 3-5 აპრილს. ციხესიმაგრე მხოლოდ ნაწილობრივ განადგურდა. წინააღმდეგობა გრძელდებოდა. შტურმში ჩაერთო 126-ე მსროლელთა დივიზიის 550-ე პოლკი, რამაც გაახანგრძლივა ფორტის ალყა. საბოლოოდ გერმანელთა ძალებმა 8 აპრილს მოახდინეს კაპიტულაცია. ამ პერიოდისათვის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა ქალაქის ცენტრში. საბჭოთა მონაცემებით შტურმის დროსგაანადგურეს მოწინააღმდეგის 200 ჯარისკაცი და ოფიცერი, დაახლოებით 100 ჩაიგდეს ტყვედ[4].

ფორტის ბლოკადისა და აღებისათვის 15 ჯარისკაცს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება[2].

თანამედროვე მდგომარეობა

ფორტი № 5 — მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ III ძლიერ დაზიანდა 43-ე არმიის დარტყმის შედეგად.

1979 წელს მიიღო დიდი სამამულო ომის ისტორიის მუზეუმის სტატუსი (როგორც კალინინგრადის საოლქო ისტორიულ-სამხატვრო მუზეუმის ფილიალი). 2001 წელს ფორტის ბაზაზე შეიქმნა კალინინგრადის ფორტიფიკაციისა და სამხედრო ტექნიკის არასახელმწიფო მუზეუმი. 2010 წლიდან ფორტის ნაწილი გაიხსნა ვიზიტორებისათვის.

ფორტის სიხლოვეს რეგულარულად მიმდინარეობს შტურმის ისტორიული რეკონსტრუქცია[5].

გალერეა

ლიტერატურა

  • Овсянов А. П. Форт № 5: памятник героям штурма Кёнигсберга. — Калининград: Аксиос, 2010. — 144 с.
  • Форт № 5 «Король Фридрих Вильгельм III» // Памятники архитектуры. Город Калининград: каталог объектов культурного наследия Калининградской области. Ч.1. — Калининград, 2005. — С. 177—178.
  • Балязин В. Н. Штурм Кёнигсберга. — М.: Воениздат, 1964. — С. 53-59. — 128 с. — (Героическое прошлое нашей Родины).
  • Борьба за Советскую Прибалтику в Великой Отечественной войне 1941—1945 : В 3 кн. Кн. 3. Завершающий этап. — Рига: Лиесма, 1969. − 320 с. — С. 93-94.
  • Белобородов А. П. Победный залп над Балтикой // Всегда в бою / Лит. запись Н. С. Винокурова. — М.: Экономика, 1984. — С. 326-348. — 352 с. — (Военные мемуары).
  • Баграмян И. X. Так шли мы к победе. — М.: Воениздат, 1988. — 632 с. — (Военные мемуары). - C. 588, 591.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი