ფრანსისკო მადეროს ქუჩა

ფრანსისკო მადეროს ქუჩა (ესპ. Calle Francisco I. Madero) ან უბრალოდ მადეროს ქუჩა — გეოგრაფიული და ისტორიული მნიშვნელობის მქონე საფეხმავლო ქუჩა მეხიკოში, მთავარი გასასვლელი ქალაქის ისტორიულ ცენტრში. აქვს აღმოსავლეთი-დასავლეთის მიმართულება სოკალოდან ეხე-სენტრალისაკენ. ქუჩა იწყება ხუარესის გამზირიდან, რომელიც იქვე ახლოს ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ქუჩას — რეფორმის გამზირს უერთდება.

მადეროს ქუჩა
მადეროს ქუჩის დასაწყისი

აღწერა

ქუჩას სახელი ეწოდა მექსიკის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი ფიგურის — ფრანსისკო იგნასიო მადეროს პატივსაცემად, რომელიც ხელახლა არჩევის საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერი იყო, შემდეგ კი მექსიკის პრეზიდენტი გახდა, თუმცა სულ მალე, 1913 წელს იგი მოკლეს.

ქუჩა ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და პოპულარული გზა იყო ჯერ კიდევ კოლონიური ხანიდან; დააპროექტა ესპანელმა ალონსო გარსია ბრავომ. მადერო ერთ-ერთი პირველი ქუჩა იყო, რომელიც აცტეკების დედაქალაქ ტენოჩტიტლანის ნანგრევებზე აშენებულ ახალ ქალაქში გაიყვანეს.

მეცხრამეტე საუკუნეში, მადერო უკვე იყო მეხიკოს ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და პოპულარული ქუჩა. მის გასწვრივ გაიხსნა მაღაზიები, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე ფუნქციონირებს, მაგალითად „Pastelería El Globo“ და „Sombreros Tardán“. ქუჩის ზედა ნაწილში, 1896 წლის 14 აგვისტოს, ძმებ ლუმიერების დილერებმა, ფერდინანდ ბონ ბენარდმა და გაბრიელ ვეირემ მექსიკის ისტროიაში პირველი კინოჩვენება მოაწყვეს.[1]

სხვადასხვა ისტორიკოსთა ქრონიკებში საუბარია მადეროს ქუჩის პოპულარობასა და მისი, როგორც სოციალური შეხვედრების ადგილის მნიშნელობაზე.

სახელები

სხვადასხვა დროს, ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთს თავისი სახელი ჰქონდა. ამჟამინდელი სახელი 1914 წლის 8 დეკემბრის დილას ფრანსისკო პანჩო ვილიამ უწოდა მას შემდეგ, რაც მისი ჯარი და ემილიანო საპატას სამხრეთის განმათავისუფლებელი არიმია მეხიკოში შევიდა.[2][3]

ფეხით მოსიარულეთა ქუჩა

2009 წელს, ისტორიული ცენტრის სამმართველოს კოორდინატორმა ალეხანდრო მორენომ გამოაცხადა, რომ ქალაქის ხელისუფლებას სურდა მადერო ფეხით მოსიარულეთქ ქუჩად გადაეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ ინიციატივას ქუჩის გასწვრი მდებარე მაღაზიათა მეპატრონეების მხრიდან სასტიკი წინააღმდეგობა მოჰყვა, სულ მალე მადრეო ფეხით მოსიარულეებით გადაივსო და იქ მდებარე უძრავი ქონების ფასმაც საგრძნობლად მოიმატა.[4]

გალერეა

სქოლიო


🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი