ფსევდომორფოზა

ფსევდომორფოზა (< ფსევდო... და ძვ. ბერძნ. μόρφωσις — სახეობა, ფორმა) — მინერალური წარმონაქმნი, რომლის გარეგანი ფორმა არ შეესაბამება მის შემადგენლობას ან/და შინაგან აგებულებას. ფსევდომორფოზა იღებს იმ თავდაპირველი მინერალის ან ბიოლოგიური სხეულის იერს, რომელსაც ახალი ანაცვლებს. მათ მიეკუთვნება სწორი კრისტალოგრაფიული ფორმის მინერალური სხეულები, ქანების ახალწარმოქმნილი მინერალებით ჩანაცვლებული მარცვლები, აგრეთვე ფლორისა და ფაუნის გაქვავებული ნაშთები. ფსევდომორფოზის განსაზღვრისას მიუთითებენ წინა ნივთიერებისა და ჩამნაცვლებელი მინერალის სახელებს (მაგ., ლიმონიტის ფსევდომორფოზა პირიტის მიმართ, ქალცედონის ფსევდომორფოზა მერქნის მიმართ). გვხვდება მონო- და პოლიმინერალური ფსევდომორფოზები. წარმოქმნის მექანიზმის მიხედვით განარჩევენ შემდეგი სახის ფსევდომორფოზებს: შევსებული (წინა მინერალი გაიხსნა და მისი ადგილი შეივსო ახლით), ჩანაცვლებული (ერთი მინერალი ჩანაცვლდა მეორეთი), შეცვლილი (მაგ., პოლიმორფული გადასვლების დროს წარმოქმნილი ფსევდომორფოზები, ე.წ. პარამორფოზები) და სხვ.[1] პარამორფოზის შემთხვევაში ერთმანეთს ჩაენაცვლება ერთი და იმავე ნივთიერების სხვადასხვა პოლიმორფული მოდიფიკაცია (მაგ., პირიტის ფსევდომორფოზა მარკაზიტის მიმართ, კალციტისა — არაგონიტის მიმართ).[2] ფსევდომორფოზის შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს მინერალთწარმოქმნის კვლევისათვის.[1]

გოეთიტის ფსევდომორფოზა პირიტის მიმართ
ფსევდომორფოზა მერქნის მიმართ

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი