ფურტიოს ხიდი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფურტიო (მრავალმნიშვნელოვანი).

ფურტიოს ხიდიშუა საუკუნეების ქვისთაღოვანი ხიდი, მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭარისწყალზე, სოფლების, ზამლეთისა და ფურტიოს შორის, ოშოშმანად წოდებულ ადგილში.

ფურტიოს ხიდი
კოორდინატები: 41°39′16″ ჩ. გ. 42°15′48″ ა. გ. / 41.6544917° ჩ. გ. 42.2635111° ა. გ. / 41.6544917; 42.2635111
ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
მასალარიყის ქვა
თაღების რაოდენობა1
ფურტიოს ხიდი — საქართველო
ფურტიოს ხიდი
ფურტიოს ხიდი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
ფურტიოს ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

ხიდის აღწერა

ხიდს ჩვენამდე საკმაო დაზიანებით მოუღწევია — მონგრეულია მისასვლელები. მარცხენა მისასვლელი 5 მ-ის სიგრძისა უნდა ყოფილიყო, ხოლო მარჯვენა — 6 მ-ის. დღემდე შერჩენილი ხიდის ძირითადი ნაწილის სიგრძეა 13,5 მ, სიგანე ცვალებადია: ნაპირებზე 2,33 მეტრია, ხოლო თავბანდთან 2,20 მ, მალი 9,80 მ-ია, ისარი — 4,40 მ.

ბურჯის სიმაღლეა 3 მ, სიგანე — 2,45 მ. ხიდს ორივე მხარეზე აქვს ორ-ორი ფოსო (35Х30 სმ). ხიდი ნაგებია ფლეთილი ქვებით. მას არ ემჩნევა არც მოაჯირი და არც ლავგარდანი. ეს კომპონენტები არც მახუნცეთის ხიდში არ შეინიშნება, რის გამოც აღნიშნული ორი ხიდი ერთმანეთს ძლიერ წააგავს. ფურტიოს ხიდი განსხვავდება მხოლოდ ფოსოებით რომელიც ამ უკანასკნელს არ გააჩნია. როგორც ჩანს ამისი საჭიროება არც ყოფილა, რადგანაც ხიდი მეტად შევიწროებულ ადგილასაა აგებული და მალი ერთობ მოკლეა.

დღესდღეობით ხიდი აღდგენილია.

ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ი. სიხარულიძე, „აჭარის მატერიალური კულტურის ძეგლები“, თბ., 1962, გვ. 39

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი