ქალები ჩრდილოეთ კორეაში

ქალები ჩრდილოეთ კორეაში — სტატუსი ბოლომდე არ არის გასაგები, ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური იზოლაციის გამო. აგრეთვე, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას არ აქვს სურვილი მისცეს უცხოელ გამომძიებლებს ქვეყანაში შესვლის და ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობების არსებობის უფლება. ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ ქალებს და მამაკაცებს აქვთ თანაბარი უფლებები. [1]

ჩრდილოეთ კორეამ მიიღო ისეთი კანონები, როგორებიცაა კანონი სქესთა თანასწორობის შესახებ, შრომის კანონი და აუცილებელი ინდუსტრიების ნაციონალიზაციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სოციალური სისტემები ბოლომდე წარმატებული არ არის, ისინი ინტეგრირებულნი არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში, რათა დაეხმარონ ქალებს. განხორციელებული რეფორმებით გათვალისწინებული იყო ქალთა უფლებები სამსახურში, მემკვიდრეობის და საკუთრების გაზიარების უფლებები, უფასო ქორწინებისა და განქორწინების უფლებები . ჩრდილოეთ კორეამ პოლიგამია უკანონოდ გამოაცხადა. სახელმწიფომ ჩამოართვა კერძო საკუთრებაში არსებული ყველა მიწა, აღმოფხვრა ქონებრივი დისკრიმინაცია. დღეს ჩრდილოეთ კორეაში ქალები მონაწილეობენ სხვადასხვა სამუშაო ძალებში და საკმაოდ დიდი რაოდენობით არიან მაღალ თანამდებობებზე. ასევე, ქალებისთვის მრავალი საშუალებაა სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები და სამშობიარო სახლები.

მაღალანაზღაურებადი სამუშაოების მქონე ქალებისა და მამაკაცების თანაფარდობა მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე დაბალანაზღაურებადი სამუშაოების. გარდა ამისა, საზოგადოების მაღალ თანამდებობებზე მყოფი ქალების უმეტესობის ნათესავები არიან უმაღლესი ლიდერების მეუღლეები. მიუხედავად რეფორმებისა, რომლებიც ცდილობენ პატრიარქალური სოციალური სტრუქტურების შესუსტებას, პოლიტიკური ატმოსფერო კვლავ იგივე რჩება. ჩრდილოეთ კორეა არ მისდევს ჩინეთსა და ვიეტნამს კონფუციანობის საწინააღმდეგო კამპანიებში. [2]

სამხედრო

2015 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ გადაწყვიტა, სამხედრო სამსახური სავალდებულო გახადოს ქვეყნის საზღვრებში მცხოვრები ყველა ქალისთვის. მიზანი არის ქვეყნის შემცირებული სამხედრო ძალების გაუმჯობესება. 17-დან 20 წლამდე ასაკის ქალებისთვის, რომლებმაც საშუალო სკოლა დაამთავრეს, ახლა გაწვევა მოთხოვნაა. 2015 წლამდე ქალები მხოლოდ ნებაყოფლობით მსახურობდნენ, ხოლო კაცები ყოველთვის იძულებულნი იყვნენ ემსახურათ.

კლასები და კასტები

მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები საჯაროდ აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეა, როგორც ქვეყანა, არის მხოლოდ კლასობრივი საზოგადოება, ზოგიერთმა პირიქით დაადასტურა. აშკარაა განხეთქილება მდიდარ, განათლებულ და პოლიტიკურად ძლიერ მოქალაქეებს შორის, პოლიტიკურად ძალაუფლების არმქონე პირებთან შედარებით. მოხდა სიმდიდრისა და პრივილეგიების არათანაბარი განაწილება მთელ ჩრდილოეთ კორეაში. [3]

ქალის სტატუსი არასდროს ყოფილა ბოლომდე მამაკაცის ტოლი. მამაკაცებს ბევრად დიდი უპირატესობა აქვთ წარმატების მიღწევაში, ვიდრე დაბალი კლასის ქალებს. დაბალი კლასის ქალებმა, როგორც ჩანს, კარიერა დაასრულეს დაქორწინების შემდეგ, რაც მამაკაცების შემთხვევაში არ ხდება. მეორეს მხრივ, მაღალი რანგის ოჯახებიდან მოსულ ქალებს ბევრად მეტი შესაძლებლობა აქვთ. [3]

შრომის დაყოფა

მოსწავლეები

ჩრდილოეთ კორეაში, მძიმე ხელით შრომას, ტრადიციულად, აკეთებენ კაცები, ხოლო ქალებს მსუბუქ სამუშაოს უნიშნავენ. ინდივიდუალური დასაქმება განისაზღვრება სახელმწიფოს მიერ ოჯახის პრესტიჟის, შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების განსჯის შესაბამისად. საბოლოო ჯამში, ჩრდილოეთ კორეელი ქალებისა და მამაკაცებისათვის თითოეული მოქალაქის საქმიანობა მთლიანად უნდა იყოს გათვლილი და განხილული ხელისუფლების მიერ. [3]

როლი ოჯახში

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღემდე ქალის როლი რამდენჯერმე შეიცვალა ოჯახის სფეროში და საზოგადოებრივ სფეროში. ომის შემდეგ, ქალები დიდი რაოდენობით ჩაირიცხნენ სოციალისტურ ეკონომიკაში და დიდი როლი ითამაშეს ქვეყნის აღმშენებლობაში. მოგვიანებით ათწლეულების განმავლობაში ეკონომიკის გაუმჯობესებისთანავე, ქალები ნაკლებად იყვნენ საჭირო სამუშაო ძალაში და უფრო ტრადიციული როლებისკენ სვლა გამოჩნდა. [4]

პროსტიტუცია

ჩრდილოეთ კორეაში პროსტიტუცია უკანონოა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ხდება კიპუმჯოს მეშვეობით - ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მეთაურის მიერ დაქირავებული ქალები და გოგონები კორეის მუშათა პარტიის (WPK) მაღალჩინოსნების სექსუალური დაკმაყოფილების მიზნით. [5]

საკონცენტრაციო ბანაკი

ბევრი ქალი და გოგონა დაპატიმრებულია, ზოგი მათგანი იოდოკის საკონცენტრაციო ბანაკში იმყოფება .

პირადი თავისუფლებები

ქალები ჩრდილოეთ კორეაში, ისევე როგორც მამაკაცები, მკაცრად შეზღუდული არიან ყოველდღიურ ცხოვრებაში: სიტყვის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება და მსგავსი უფლებები მკაცრად კონტროლდება სახელმწიფოს მიერ.

ლიტერატურა

  • Kim Won-hong (2014). Women of North Korea: A Closer Look at Everyday Life. Seoul: Institute for Unification Education, Ministry of Unification. 
  • Koh, B. "The Impact of the Chinese Model on North Korea." Asian Survey. University of California Press. Vol. 18, No. 6, Jun. 1978. doi:10.2307/2643230. Available at Jstor.

რესურსები ინტერნეტში

  • A video YouTube-ზე depicting the last 100 years of fashion trends and how they deviate once Korea divided into North and South.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი