ყირიმის ოპერაცია |
---|
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი |
|
თარიღი | 8 აპრილი-12 მაისი, 1944 |
---|
მდებარეობა | ყირიმი, სსრკ |
---|
შედეგი | სსრკ-ს გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
ფიოდორ ტოლბუხინი, ანდრეი ერიომენკო, ფილიპ ოქტიაბრსკი, | ერვინ იენეკე, კარლ ალმენდინგერი |
|
ძალები |
---|
462 400 ადამიანი 5 982 ქვემეხი 559 ტანკი 1250 თვითმფრინავი | 195 000 ადამიანი, 3 600 ქვემეხი 215 ტანკი 150 თვითმფრინავი |
|
დანაკარგები |
---|
84 000 | 140 000 დაღუპული და ტყვე |
|
ყირიმის ოპერაცია ვიკისაწყობში |
ყირიმის ოპერაცია — საბჭოთა ჯარების შეტევითი ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის მპერიოდში, ყირიმის გათავისუფლების მიზნით. მიმდინარეობდა 1944 წლის 8 აპრილიდან 12 მაისამდე. ოპერაციაში მონაწილეობდა პრიმორსკის და უკრაინის მეოთხე არმიები. საბჭოთა ჯარების შეტევას მხარს უჭერდა შავი ზღვის ფლოტი და აზოვის სამხედრო ფლოტილია. გერმანიის მე-17 არმიას ყირიმში ეკავა ღრმად ეშელონირებული თავდაცვითი პოზიციები. 8 აპრილს საბჭოთა ჯარები გადავიდნენ შეტევაზე და დაიკავეს არმიანსკი, ხოლო 11 აპრილს ქერჩი და ჯანკოი. 15-16 აპრილს საბჭოთა ჯარები მიადგნენ სევასტოპოლს, რომელიც შტურმით აიღეს 9 მაისს.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში