შავი ქიაზმოდონი

შავი ქიაზმოდონი (ლათ. Chiasmodon niger) — ღრმა წყლის თევზი ქიაზმოდონისებრთა ოჯახისა. წაგრძელებული ფორმის წვრილი თევზია. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 25 სმ აღწევს. მოყავისფრო-მოშავო ფერისაა. იკვებება ძვლიანი თევზებით. კვერცხისმდებელი თევზია. ტოფობს პელაგიალში. ბინადრობს მსოფლიო ოკეანის ტროპიკულ და სუბტროპიკულ წყლებში მეზოპელაგიურ და ბათიპელაგიურ ზონებში, 700-იდან 2745 მ სიღრმემდე.[1] აქვს ძლიერ ელასტიკური კუჭი, რის გამოც შეუძლია საკუთარ სხეულთან შედარებით 6-12-ჯერ მეტი წონისა და 2-ჯერ მეტი სიგრძის თევზის ჩაყლაპვა.[2] აღსანიშნავია, რომ 2007 წელს დიდი კაიმანის სიახლოვეს იპოვეს 19 სმ სიგრძის მკვდარი შავი ქიაზმოდონი, რომლის კუჭში მოთავსებული იყო 86 სმ სიგრძის გველისებრი სკუმბრია (ლათ. Gempylus serpens)[3].

შავი ქიაზმოდონი
Chiasmodon niger
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  ქორჭილასნაირნი
ოჯახი:  ქიაზმოდონისებრნი
ლათინური სახელი
Chiasmodon niger
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 190310

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი