შალვა ნახუცრიშვილი

შალვა ნახუცრიშვილი (დ. 14 ნოემბერი, 1901, ხაშმი — გ. 24 მარტი, 1980, თბილისი) — ქართველი ბოტანიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1966), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1978), მდელოთმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ბიოგრაფია

1934 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიაში ბოტანიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1969 წლიდან ამავე ინსტიტუტის მდელოსნობის ჯგუფის ხელმძღვანელი იყო. შეისწავლა საქართველოს ზამთრისა და ზაფხულის სათიბ-საძოვრები. მისი ძირითადი ნაშრომებია: „ჯავახეთის ძიგვიანები და მათი გაუმჯობესება“ (1947); „აღმოსავლეთ საქართველოს ზამთრის საძოვრების ძირითადი ფორმაციების ბალახნარის დინამიკა“ (1958), „საქართველოს მაღალმთიანი საძოვრების წარმადობის დინამიკა“ (1963) და სხვა.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი