ჩიხარეშის ღვთისმშობლის ეკლესია

ჩიხარეშის ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი — ეკლესია საქართველოში. მდებარეობს ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშში. დათარიღებულია განვითარებული შუა საუკუნეებით (XVI-XVII საუკუნეები[1]). მცირე ზომის დარბაზული ეკლესია ნაგებია თხელი ფიქლის ჰორიზონტალური ქვით, რაც ნაკაწრისებულ ფაქტურას აძლევს ფასადებს.

ჩიხარეშის ღმრთიმშობლის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
პროვინციარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტილენტეხის მუნიციპალიტეტი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობაცაგერისა და ლენტეხის ეპარქია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილიდარბაზული
თარიღდებაXVI-XVII სს
დეტალები

არქიტექტურა

ტაძრის მცირე შიდა სივრცე, რომელიც "გაჭედილია" კედლებზე ადამიანის სიმაღლეზე დახატული ფიგურებით, აღმოსავლეთიდან რკალური აფსიდით სრულდება. მის წინ სამთაღიანი მოხატული კანკელია აღმართული, აქეთ-იქით ხის ჯვრებით. კამარას ცენტრალური და დასავლეთის შეკიდული განიერი თაღები იმაგრებს. ფასადებზე აღმოსავლეთ-დასავლეთის სარკმლების თავზე თლილი ქვაა ჩასმული რელიეფური მარტივი ჯვრებით. დასავლეთის ერთადერთი კარის თავზეც, ცრუ ტიმპანის ზედაპირზე რელიეფური ჯვარია დასმული. ეკლესია ძველ ფილაქანზე დაფენილი ყავრითაა დაბურული[2].

მოხატულობა

ეკლესია მთლიანადაა მოხატული, ფერწერითაა შემკული კანკელიცა და ტრაპეზიც. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ღმრთისმშობელი დიდებითა ექვსფრთედებით, აფსიდის შუაში, ტრაპეზის თავზე - "ხატი მიძინებისა", მის აქეთ-იქით წმინდა მღვდელმთავარნი და წმინდა სტეფანე დიაკონი. სარკმლის წირთხლებზე - წმ. იოაკიმე და ანა; კამარის ჩრდილოეთ კალთაზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ - ამაღლება და გველეშაპის განმგმირავი წმ. გიორგია გამოხატული; სამხრეთის ფერდზე ღმრთისმშობლის მიძინება და ჯვარცმა. დასავლეთის კედელზე პირველ რეგისტრზე ნათლისღება და ფერისცვალებაა, მეორეზე კი ასევე სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლის მეორე რეგისტრზე ქტიტორთა, ღიბიანთა (ყიფიანთა) ოჯახის წევრთა გამოსახულებებია. შეკიდულ პილასტრებზე წმ. მოწამეთა გამოსახულებებია. კარის წირთხლებში წმ. ონოფრე და საბა. სამთაღიან კანკელზე, პირველ რეგისტრზე აღსავლის კარის აქეთ-იქით მოციქულები პეტრე და პავლე და მრავალფრთედები. მეორე რეგისტრზე, სვეტებზე - წმ. მოწამენია, მესამე რეგისტრზე ზღუდეზე - აბრაამის მსხვერპლი. წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა, კედელს მიდგმულ ტრაპეზზე - გოლგოთაზე აღმართული განედლებული ჯვარი ვნების იარაღებითურთ.

მხატვრობას ახლავს ადგილობრივი დიალექტით გამართული მხედრული წარწერები.

მოხატულობაში გაირჩევა სამი ხელი. პირველი (კონქის მოხატულობა) XVII ს. პროფესიული ნაკადის ნიშნებითაა აღბეჭდილი. მეორე (აფსიდის მოხატულობა, საუფლო სცენები, კანკელის მოხატულობა) - XVII ს. მინიატურებთან ძლიერი სიახლოვით; მესამე (ქტიტორები, კარის წირთხლის ფიგურები) - "ხალხურ" ნაკადთან კავშირით და ახლებური დაზგურობის ნიშნებით. პირველი და მეორე ოსტატის ნამუშაკევი დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ჩუკულის ღმრთისმშობლის ეკლესიის მოხატულობასთან.

მხატვრობა კამარაზე და ალაგ-ალაგ საკურთხეველში ბათქაშიდანაა ჩამოცვენილი. მოხატულობის მდგომარეობა 1990-იანი წლების დასაწყისთან შედარებითაც კი გაუარესებულია. შეინიშნება ნესტი და მიკრობიოლოგიური დაზიანება[3].

ტაძრის სიწმინდეები

ექვთიმე თაყაიშვილი არქეოლოგიური ექსპედიციის მასალებში აღნიშნავს, რომ ტაძარში დაცულია ორი ძველი ხატი — ერთი ღმრთისმშობლის (კარედიანი), მეორე კი მაცხოვრის. ხატებს ახლავს წარწერები[4].

ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[5].

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • თაყაიშვილი ექვ., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, გვ. 120-122
  • ქვემო სვანეთის მხატვრობა, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო" ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, საანგარიშო მოხსენება, თბ., 1997, გვ. 50-51; გვ. VII
  • ჩიხარეში, ოქონ დაბიშის ეკლესია, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, საანგარიშო კრებული, თბ., 1998, გვ. 220

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი