ცალკეული, მაგრამ თანასწორი

ცალკეული, მაგრამ თანასწორი (ინგლ. Separate but equal) — სამართლებრივი დოქტრინა აშშ-ის კონსტიტუციურ კანონში, რომელიც ამართლებდა და უშვებდა რასობრივ სეგრეგაციას, რადგან იგი არ არღვევდა აშშ-ის კონსტიტუციის მეთოთხმეტე შესწორებას, რომელიც უზრუნველყოფდა მოქალაქეთა და სხვა ფედერალური კანონების დაცვას სამოქალაქო უფლებების შესახებ.[1] ამ დოქტრინის მიხედვით, სახელმწიფოს ეძლეოდა უფლება, მოეთხოვა, მომსახურებები, საზოგადო მოხმარების ადგილები, საშუალებები, საცხოვრებლები, სამედიცინო მომსახურება, განათლება, დასაქმება და ტრანსპორტირება დაყოფილიყო რასობრივი ნიშნის მიხედვით, იმ პირობით, რომ თითოეული ჯგუფის მიერ გამოყენებული საზოგადოებრივი ობიექტის ხარისხი ერთი და იგივე იქნებოდა.[2] ფრაზა წარმოიშვა ლუიზიანის 1890 წლის კანონიდან, თუმცა ეს კანონი ამ ფრაზას შებრუნებულად იყენებდა: „თანასწორი, მაგრამ ცალკეული“.[3] დოქტრინა „ცალკეული, მაგრამ თანასწორი“ ეხებოდა რკინიგზის ტრანსპორტს, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ხმის უფლებას, გენდერულ თანასწორობას და სასმელი წყლის ფანტანებსაც კი. მიუხედავად მისა, რომ კანონით ფერადკანიანებსაც იგივე ხარისხის პირობებში უნდა ეცხოვრათ და იგივე ხარისხის მომსახურება უნდა მიეღოთ, როგორიც თეთრკანიანებს, მათი მდგომარეობა ყოველთვის უფრო უარესი იყო.[1]

წარწერა რესტორანზე, ოჰაიოში, 1938 წ.

დოქტრინა გაამყარა პლესი ფერგიუსონის წინააღმდეგ საქმეში მიღებულმა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რის შედეგადაც სახელმწიფო უფლებამოსილი გახდა, დაეფინანსებინა რასობრივი სეგრეგაცია.[1][3][4][5] ამ მოვლენას მოჰყვა აშშ-ის 17 შტატში კანონების შემოღება სეგრეგაციის შესახებ.

1954 წელს დაიწყო დოქტრინის საბოლოოდ უარყოფა ბრაუნი განათლების საბჭოს წინააღმდეგ საქმეში უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით.[1][5][6] თუმცა, ამ დოქტრინის დელეგალიზაცია, დაახლოებით, სამ ათეულ წელიწადს გაგრძელდა, სასამართლოს მრავალი გადაწყვეტილება და ფედერალური კანონი დასჭირდა.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი