ციციშვილების ციხე-დარბაზი

ციციშვილების ციხე-დარბაზიარქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიჩბისში. მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, მდინარე ნიჩბურის მარჯვენა ნაპირას, ფერდობზე. აგებულია XVII საუკუნეში. სასახლე ეკუთვნოდა ციციშვილების საგვარეულოს. კომპლექსში შედიოდა კოშკებიანი გალავანი, სასახლე, ეკლესია და აბანო. ამჟამად შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული გალავანი და აბანო. საშენ მასალად გამოყენებულია ნატეხი ქვა.

ციციშვილების ციხე-დარბაზი

გალავანი ოთკუთხაა, ყველაზე კარგად შემნახულია მისი სამხრეთის კედელი. გალავნის ქვედა ნაწილი ყრუა, ზედა ნაწილში განლაგებულია ცალმაგი სათოფურები და ოთხკუთხა სალოდეები. გალავანში ჩართულია კოშკები. აღმოსავლეთის კედელში ორი კოშკია — სამხრეთისა და ჩრდილოეთის კუთხეში.

ეზოში სამსართულიანი ოთხკუთხა კოშკი დგას, რომელსაც შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. კოშკის ზედა სართულების კედლებში სათოფურებია დატანებული.

აბანო გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთშია. პატარა ტამბური კარით უკავშირდება სფერული კამარით გადახურულ მოსაცდელ-გასახდელს. მის კედლებში ნიშები და ბუხარია, ხოლო ცენტრში — აუზი. გასახდელი გადის ტალანში, რომლის ბოლოში პატარა დამხმარე სათავსებია. ტალანიდან საბანაო ოთახში შეიძლება შესვლა. საბანაო ოთახის იატაკი ცოტა აწეულია და მის ცენტრალურ ნაწილში ღრმა აუზია. აუზში წყალი ჩაედინებოდა კედელში მოწყობილი ნიშიდან. აბანოში წყაროს წყალი შეყვანილი იყო მილებით.

ციციშვილების ციხე-დარბაზს 2019 წლის 29 მაისს, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

გალერეა

არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი