წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია (ზაგარის უბანი)

წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია (ზაგარის უბანი) — ეკლესია საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში.

წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილებასაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანადროშა: საქართველო საქართველო
ადგილმდებარეობამესტიის მუნიციპალიტეტი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილიდარბაზული
თარიღდებაIX საუკუნე
დეტალები

ზაგარის უბანში მდებარე ეს ტაძარი აგებულია IX საუკუნეში. იგი ყველაზე ადრეული ძეგლია სვანეთის ტაძრებს შორის. ამ მცირე ზომის ორსართულიანი ნაგებობის პირველი სართულის ინტერიერი აღმოსავლეთით სწორი კედლით მთავრდება, რომელსადაც გამოსახულია ვედრება. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნიშაა. ასეთი გაფორმება საქართველოში VII ს.-ში დამკვიდრდა.

მოხატულობა

ტაძრის მოხატულობა დაზიანებულია, თუმცა შეიმჩნევა, რომ მისი ოსტატი მხატვარ თევდორეს ნამუშევრით იყო შთაგონებული. საკურთხეველს ამშვენებს წელზევით ფიგურებისგან შემდგარი ვედრების მონუმენტური კომპოზიცია. აღმოსავლეთის კედლის გარდა მოხატულობა ორ რეგისტრადაა მოცემული. ზედა რეგისტრში ისტორიული თანმიმდევრობით განლაგებულია საუფლო დღესასწაულთა შვიდი სცენა. ქვედა რეგისტრში ფეხზე მდგომ წმინდანთა ფიგურები მოთავსებულია ფერწერით შესრულებული დეკორატიული თაღნარის მოჩარჩოებაში. ეს მოტივი საქართველოს კედლის მხატვრობაში XIII ს.-დან ვრცელდება. მთავარანგელოზების ფეხზე მდგარი ფიგურები კამარაზეა გადატანილი.

მხატვრობის ხასიათი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ჩამოშორება მონუმენტურობის პრინციპებისაგან (მცირე ზომის ფიგურებისგან აგებული კომპოზიციები, სამოსის დანაწევრებული, რამდენადმე დაწვრილმანებული ნახატი) მიუთითებს მის შესრულებაზე XIII ს.-ის მეორე ნახევარში[1].

ტაძრის სიწმინდეები

ეკლესიის ორი დიდი საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი XII ს.-ში მოუჭედავთ ადგილობრივ სახელოსნოში ოქროში მოვარაყებული ვერცხლით. იგი ცალკეული გამოსახულებებითაა შემკული. ნიშანდობლივია, რომ სვანეთის საკურთევლისწინა ჯვრებზე ხაზგასმულია ეკლესიის პატრონის გამოსახულება: ცენტრალურ ადგილას მოცემულია, სხვა გამოსახულებებისგან განსხვავებით, დიდი ზომის ფიგურა იმ წმინდანისა, რომლის სახელზედაც ნაკურთხია ეკლესია, რომლის სახელსაც ატარებს.

ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ყენია რ., ალადაშვილი ნ. ზემო სვანეთი (შუა საუკუნეების ხელოვნება), გზამკვლევი, თბ., 2000, გვ. 60

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი