ჭიქიანის მენჰირი

ჭიქიანის მენჰირი, მენჰირი ქათ-ქარიეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. იგი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელი ნარდევანიდან ფარავნისაკენ მიმავალი სამანქანო გზისა და მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის სამხრეთით, ზღვის დონიდან 2168 მეტრზე, ჭიქიანის მთასთან მდებარეობს.

ისტორია

ჭიქიანის მენჰირი საქართველოში მდებარე მეგალითებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია. დათარიღებულია ძვ. წ. II-I ათასწლეულებით. აღნიშნული მენჰირი დამზადებულია ბაზალტის მონოლთისაგან, რომელსაც წვერზე გაკეთებული აქვს ღრმული. მისი სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრია. ჭიქიანის ქვასვეტი, რომ უძველესია ზედაპირული დაკვირვებიდანაც ჩანს. ის ძალიან მყარად დგას მიწაში და მრავალი საუკუნისთვის გაუძლია. სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო-ქართლში ბევრი მსგავსი ლოდოვანი ნაგებობა და ქვასვეტია.

დიდი ვარაუდით ჰქონდა საკულტო დანიშნულება (ნაყოფიერების კულტი). ათასწლეულების წინ აქ შესთხოვდნენ ბუნებას საზრდოს, მოსავლიან მიწებს, ნაყოფიერებას. მენჰირის მიმდებარე ტერიტორიებზე არის ყორღანები და ნამოსახლარები.

იქვეა თავფარავნის ობსიდიანის საბადოც და მინდორში მიმოფანტული შავი პრიალა ქვები ძალიან ლამაზია. ჭიქიანის მთის მიდამოებში აღმოჩენილია ობსიდიანისაგან პალეოლითური იარაღის დამამზადებელი „სახელოსნო ღია ცის ქვეშ“.

ჭიქიანის მენჰირი 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა

  • წინაქრისტიანული ხელოვნება, ჯავახეთი : გზამკვლევი, თბ., 2014, ISBN 978-9941-0-6742-6

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი