ხმლების ქარიშხალი

ხმლების ქარიშხალი (ინგლ. A Storm of Swords) — მესამე წიგნი ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანების სერიაში „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“, რომლის ავტორია ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი. წიგნი პირველად გამოიცა 2000 წლის 8 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში,[1] ამერიკული გამოცემა კი იმავე წლის ნოემბერში შედგა. მანამდე გამოიცა ნოველა დრაკონის გზა, რომელშიც შევიდა დენირეს ტარგარიენის რამდენიმე თავი წიგნიდან.

„ხმლების ქარიშხალი“
A Storm of Swords

ამერიკული გამოცემის ყდა
ავტორი ჯორჯ რ. რ. მარტინი
ილუსტრატორი სტივ იული
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
სერია ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი AST
გამოცემის თარიღი აგვისტო, 2000 (ბრიტანეთი)
ნოემბერი, 2000 (აშშ)
მედია ბეჭდვითი (რბილი და მაგარი ყდები)
გვერდი ბრიტანული გამოცემა: 976 (მაგარი), 626 და 610 (რბილი)
აშშ გამოცემა: 973 (მაგარი), 1216 (რბილი)
oclc 44676135
წინამორბედი მეფეთა ჯახი
მომდევნო ნადიმი ყვავებისთვის
ISBN ბრიტანული გამოცემა: ISBN 0-00-224586-8 (მაგარი)
აშშ გამოცემა: ISBN 0-553-10663-5 (მაგარი), ISBN 0-553-57342-X (რბილი)

ხმლების ქარიშხალმა მოიგო 2001 წლის ლოკუსის ჯილდო,[2] 2002 წლის გეფენის ჯილდო საუკეთესო რომანისთვის და ნომინირებული იყო 2001 წლის ნებულას ჯილდოზე.[2] წიგნი იყო სერიიდან პირველი, რომელმაც ნომინაცია მოიპოვა ჰიუგოს პრემიაზე, თუმცა საბოლოოდ პრიზი მიიღო ჯოან როულინგის წიგნმა ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი.[2][3]

HBO-ს ტელესერიალის, სატახტოთა თამაშის მესამე სეზონი წიგნი პირველ ნახევარზეა დაფუძნებული.[4]

თხრობა

წიგნი მოთხრობილია 10 ძირითადი პერსონაჟის პერსპექტივიდან. ასევე, დამატებითი ეპიზოდური პერსონაჟების თვალთახედვითაა გადმოცემული პროლოგი და ეპილოგი. ყოველი თავი დასათაურებულია იმ პერსონაჟის მიხედვით, რომლის პერსპექტივიდანაც მიმდინარეობს თხრობა.

  • პროლოგი: ჩეტი, ღამის ებგურის კაცი.
  • სერ ჯეიმი ლანისტერი, მეფის გვარდიის რაინდი,
  • ჯონ სნოუ — ედარდ სტარკის ბუში, ღამის ებგურის კაცი.
  • ლედი კეტლინ სტარკი — ედარდ სტარკის ქვრივი.
  • ტირიონ ლანისტერი — ტივინ ლანისტერის ჯუჯა ვაჟი, ჯეიმი ლანისტერი ძმა.
  • სანსა სტარკი — ედარდ და კეტლინ სტარკების უფროსი ქალიშვილი.
  • არია სტარკი — ედარდ და კეტლინ სტარკების უმცროსი ქალიშვილი.
  • ბრან სტარკი — ედარდ და კეტლინ სტარკების მეორე ვაჟი, უინტერფელისა და ჩრდილოეთის ტახტის მემკვიდრე.
  • სემველ ტარლი — ლორდი რენდილ ტარლის მშიშარა ვაჟი, ღამის ებგურის კაცი.
  • სერ დავოს სივორთი — ყოფილი კონტრაბანდისტი, რაინდი სტანის ბარათეონის სამსახურში, ცნობილი როგორც ხახვის რაინდი.
  • დედოფალი დენერის ტარგარიენი — შვიდი სამეფოს ტახტის კანონიერი მფლობელი ტარგარიენთა გვარიდან.
  • ეპილოგი: მერეტ ფრეი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი