ჯოდი ვოტლი

ჯოდი ვანესა ვოტლი (ინგლ. Jody Vanessa Watley; დ. 30 იანვარი, 1959, ჩიკაგო, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი. 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში იყო რიტმ-ენდ-ბლუზ/ფანკ ჯგუფის Shalamar-ის წევრი. 1988 წელს მოიგო გრემის ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში.

ჯოდი ვოტლი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯოდი ვანესა ვოტლი
დაბ. თარიღი 30 იანვარი, 1959 (1959-01-30) (65 წლის)
დაბ. ადგილი ჩიკაგო[1]
წარმოშობა ჩიკაგო, ილინოისი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ჰიპ-ჰოპი, დენს-პოპი, სოული, ჰაუსი
საქმიანობა მომღერალი
აქტიური 2006 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • Vocals
  • piano
  • keyboards
საიტი jodywatley.net
ჯოდი ვოტლი ვიკისაწყობში

2008 წელს მიიღო სპეციალური ჯილდო ბილბორდისგან და იყო Vogue Italia-ის გარეკანზე. 2016 წლის დეკემბერში ბილბორდმა მუსიკოსი დაასახელა ყველა დროის 21-ე ყველაზე წარმატებულ დენს-ჟანრის შემსრულებლად. 2018 წლის აგვისტოში ვოტლი მოხვდა ბილბორდის სიაში „ყველა დროის საუკეთესო ქალი შემსრულებლები“. 2021 წლის მარტში მუსიკოსი აირჩიეს აფრო-ამერიკული მუსიკის ეროვნული მუზეუმის ელჩად.

2022 წელს ამერიკის პრეზიდენტისგან, ჯო ბაიდენისგან მიიღო დოქტორის წოდება და შეიყვანეს ქალ კომპოზიტორთა დიდების დარბაზში. 2023 წელს დაიწყო გადაცემა „ჯოდი ვოტლის შოუ".

კარიერა

ვოტლი დაიბადა ჩიკაგოში, ილინოისში, აშშ. ის პირველად სცენაზე გამოვიდა რვა წლის ასაკში. 14 წლის ასაკში პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო შოუში „Soul Train“.[2] მუსიკოსი 1977 გახდა რიტმ-ენდ-ბლუზ ჯგუფის Shalamar-ის წევრი. ტრიომ გამოუშვა რამდენიმე ალბომი და სინგლები: „Take That to the Bank", „The Second Time Around", „Make That Move", „For the" Lover In You", „Dead Giveaway" და „A Night to Remember". ლეიბლთან უთანხმოების გამო ვოტლმა დატოვა ჯგუფი 1983 წელს.[3]

1984 წელს მუსიკოსი საცხოვრებლად გადავიდა ინგლისში. იქ ყოფნისას ჩაწერა კოლაბორაციული ნამუშევარი ჯგუფთან Musical Youth მათი ალბომისთვის, Different Style!.[4] მალევე ითანამშრომლა გარი ლანგანთან, ენ დადლისა და ჯეი ჯეი ჯეჩალიკთან. მუსიკოსმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Phonogram Records და გამოუშვა ორი სინგლი „Where the Boys Are" და „Girls Night Out".

1987 წელს ვოტლი დაბრუნდა შეერთებულ შტატებში და დაიწყო თავისი სოლო კარიერა. მან კონტრაქტი დადო ლეიბლთან MCA Records.[5] მისი სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი, სახელწოდებით Jody Watley, გამოვიდა 1987 წლის მარტში. ალბომის წამყვანი სინგლი, „Looking for a New Love", გახდა ჰიტი და მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA).[6] ალბომი ბილბორდ 200-ში მეათე ადგილზე გავიდა, რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტში კი პირველი ადგილი დაიკავა. მთელ მსოფლიოში ნამუშევრის ოთხი მილიონი ასლი გაიყიდა. ალბომიდან გამოვიდა ხუთი სინგლი, აქედან კი სამი მოხვდა ცხელი ასეულის ტოპ ათეულში.

1988 წლის 30-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე ვოტლმა მოიგო ჯილდო საუკეთესო ახალი შემსრულებლის კატეგორიაში და იყო ნომინირებული საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ვოკალური შესრულების კატეგორიაში.[7] იმავე წელს მიიღო ნომინაცია MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე და მოიგო სამი Soul Train Awards.

ვოტლი 1989 წელს

1989 წლის გაზაფხულზე გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი Larger Than Life. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში მე-16 ადგილზე გავიდა. ალბომიდან გამოვიდა ოთხი სინგლი. კომპოზიციამ „Real Love" მიიღო ოქროს სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან. მან ასევე გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „Friends" Eric B.-სა და Rakim-თან ერთად. ეს იყო იყო პირველი რიტმ-ენდ-ბლუზ, პოპ, რეპ და დენს კოლაბორაცია მუსიკალურ ინდუსტრიაში იმ დროისთვის.[8]

ვოტლი 1993 წელს

მუსიკოსმა გამოუშვა ახალი ალბომი „Intimacy" 1993 წლის ნოემბერში.[9] ნამუშევარი 164-ე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში, ხოლო 38-ე ადგილი დაიკავა ტოპ რიტმ-ენდ-ბლუზ/ჰიპ-ჰოპ ალბომების ჩარტში. 1995 წელს ვოტლმა შექმნა საკუთარი ლეიბლი Avitone Records და გამოუშვა თავისი მეხუთე სტუდიური ალბომი „Affection".[10] მუსიკოსის მეექვსე ალბომი „Flower" გამოვიდა 1998 წელს. 1999 წლის ნოემბერში თავისი დამოუკიდებელი ლეიბლის საშუალებით გამოუშვა მეშვიდე სტუდიური ალბომი „The Saturday Night Experience“.

2001 წელს გამოვიდა მუსიკოსის მერვე სტუდიური ალბომი, Midnight Lounge ევროპასა და იაპონიაში.[11] 2005 წელს მუსიკოსმა ხელახლა გამოუშვა 1987 წლის ჰიტი „Looking For a New Love" Curvve Recordings-ის ეგიდით. კომპოზიცია პირველ ადგილზე გავიდა Billboard Dance/Club Play-ის ჩარტში.[12] მომავალ წელს გამოვიდა მუსიკოსის ახალი ალბომი „The Makeover“.[13]

2014 წელს მუსიკოსმა გამოუშვა EP „Paradise".[14][15][16] იმავე წელს ჯგუფი Shalamar კვლავ შეიკრა, თუმცა ტრიომ სახელი შეიცვალა და დაირქვა Shalamar Reloaded.[17][18][19][20][21]

დისკოგრაფია

  • Jody Watley (1987)
  • Larger than Life (1989)
  • Affairs of the Heart (1991)
  • Intimacy (1993)
  • Affection (1995)
  • Flower (1998)
  • The Saturday Night Experience Volume 1 (1999)
  • Midnight Lounge (2001)
  • The Makeover (2006)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი