ჯოშგუნ დინიევი

ჯოშგუნ დინიევი (აზერ. Coşqun Diniyev; დ. 13 სექტემბერი, 1995, ბაქო, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ „ზირასა“ და აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი. თამაშობს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე.

ჯოშგუნ დინიევი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
13 სექტემბერი, 1995 (1995-09-13) (28 წლის)
დაბადების
ადგილი
ბაქო, აზერბაიჯანი
სიმაღლე169 სმ
სათამაშო
პოზიცია
საყრდენი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ზირა
ნომერი91
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2012–2015ინტერ ბაქო35(2)
2015–2019ყარაბაღი82(3)
2019–2021საბაჰი24(1)
2021–ზირა4(0)
ეროვნული ნაკრები
2015–აზერბაიჯანი8(0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

პირადი ცხოვრება

ჯოშგუნ დინიევის მამა არის „კაპაზის“ ამჟამინდელი მწვრთნელი შაჰინ დინიევი. მისი უფროსი ძმა კარიმ დინიევი თამაშობს საფეხბურთო კლუბ „საბაჰის“ რიგებში.

საკლუბო კარიერა

ჯოგშუნ დინიევის დებიუტი პროფესიონალურ დონეზე შედგა აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში, ბაქოს „ინტერის“ რიგებში, „თურან თოვუზის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, 2012 წლის 18 ნოემბერს. შეხვედრა ბაქოს „ინტერის“ გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.[1]

2015 წლის 1 ივნისს დინიევმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა აღდამის „ყარაბაღთან“.[2]

„ყარაბაღის“ რიგებში დინიევის დეიბუტი 2015 წლის 10 აგვისტოს, „გაბალას“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა. მატჩი ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა.[3]

ჯოშგუნ დინიევის დებიუტი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2017 წლის 12 სექტემბერს, „ყარაბაღისა“ და ლონდონის „ჩელსის“, „სტემფროდ ბრიჯზე“ გამართულ შეხვედრაში შედგა.[4]

2019 წლის 13 იანვარს დინიევმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა საფეხბურთო კლუბ „საბაჰთან“.[5][6]

2021 წლიდან არის აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბი „ზირას“ წევრი.

საერთაშორისო კარიერა

2011-2012 წლებში იყო აზერბაიჯანის 17 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი. მისი დებიუტი შედგა 2011 წლის 27 ოქტომბერს, ბელგიის 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი ბელგიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა. 2012-2014 წლებში აზერბაიჯანის 19 წლამდე ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი. 19 წლამდელთა ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2012 წლის 26 ოქტომბერს, ისლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. მატჩი აზერბაიჯანის ნაკრებმა, ანგარიშით 1-2 წააგო. 2015 წელს აზერბაიჯანის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი. მისი დებიუტი 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში შედგა 2015 წლის 17 ივნისს. შეხვედრაში აზერბაიჯანელებმა ფარერები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. 2017 წელს იყო აზერბაიჯანის 23 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი, ისლამის სოლიდარობის თამაშებზე. დინიევის დებიუტი აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში 2015 წლის 7 ივნისს, სერბეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა.[7]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა