ჰაინც-კრისტიან შტრახე

ჰაინც-კრისტიან შტრახე, რომელიც ცნობილია როგორც (HC Strache) ე შტრახე, (დ. 12 ივნისი, 1969, ვენა) — ავსტრიელი პოლიტიკოსი ავსტრიის თავისუფლების პარტიიდან. ჰ.-კ. შტრახე არის ამჟამად თავისუფლების პარტიის კლუბობმანი ავსტრიის ეროვნულ საბჭოში, იგი არის ასევე ავსტრიის თავისუფლების პარტიის თავმჯდომარე.

ჰაინც-კრისტიან შრახე (2008)

პოლიტიკური ხაზი

ჰაინც-კრისტიან შტრახეს მთავარი თემებია უცხოელთა პოლიტიკა (კერძოდ კი ბრძოლა თავშესაფრის უფლების ბოროტად გამოყენების შესახებ), სოციალური თემები და საზოგადოებრივი უსაფრთხოება. შტრახეს პოლიტიკური ხაზს თვითონ ავსტრიაში მემარჯვენე პოპულისტურს უწოდებენ, რადგან მეტისმეტად უსვამს ხაზს პატრიოტიზმს („ავსტრია უპირველეს ყოვლისა“), ეჭვქვეშ აყენებს ევროკავშირს, გამუდმებით აფრთხილებს თავის მრავალრიცხოვან ამომრჩეველს ავსტრიისა და მთელი ევროპის ჰიპერქსენეზისისაგან. (იხილეთ ქსენოფობია) ამ მხრივ მის რიტორიკაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ისლამიზაციის საფრთხეს ეთმობა.

ავსტრიელი პოლიტოლოგის, ანტონ პელინკას აზრით კი ჰ.-კ. შტრახეს და მისი პარტიის იდეოლოგიის მხოლოდ მემარჯვენე პოპულისტურად შეფასება საკითხის სერიოზულობის მეტისმეტი, თუ არ განზრახვითი გაუბრალოება იქნებოდა. ანტონ პელინკას აზრით მართებული კლასიფიკაციის მიხედვით შტრახე და მისი თანამოაზრე პარტიელები ავსტრიის მემარჯვენე ექსტრემისტულ სცენას უნდა მიეკუთვნონ.

თვითონ უარყოფს ამ ბრალდებებს და აცხადებს, რომ მას „მცდარად აყენებენ მემარჯვენე ექსტრემისტთა კუთხეში“. ჰაინც-კრისტიან შტრახემ სარჩელიც კი აღძრა ახალი ამბების ჟურნალ პროფილის წინააღმდეგ. მიუხედავავად ამისა, მისი რიტორიკა არ შეცვლილა, იგი კვალავაც მკვეთრად ანტიამერიკული, ევროსკეპტიკური რჩება.

ჰ.-კ. შტრახე და ქართული თემატიკა

პრესიდან ცნობილია ამ პიროვნებისა და მისი პარტიის კავშირების შესახებ რუსეთის ნაციონალისტებთან.

ავსტრიის პრესას არ დარჩენია შეუნიშნავი მისი მჭიდრო, ფრიად სიმბიოზური კავშირების შესახებ რუსეთელ ქართველ საქმოსნებთან, მათ შორის ლევან პირველთან.

2008 წლის დეკემბერში იგი იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც მან მკვეთრად გამოხატული ანტიქართული, ანტიევროპული და ანტიდასავლური პოზიცია დაიჭირა რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით; მან დაადანაშაულა ევროკავშირი „აგვისტოს ცნობილი მოვლენების დროს გამოჩენილი ცალმხრივობისათვის“. (ამ თემასთან დაკავშირებით ვრცლად იხილეთ ინტერვიუს ჩანაწერი სტატიის ბოლო ქვეთავში სათაურით „რესურსები ინტერნეტში“.)

ლიტერატურა

ლიტერატურა შტრახესაგან

  • „Keine Zukunft ohne Werte“. წიგნში: Andreas Mölzer (გამომც.): Was bleibt von der dritten Kraft? W3-Verlags-Gesellschaft, Wien 2005, ISBN 3-900052-04-2, 41-ე გვერდიდან.
  • „Neue Männer braucht das Land“. Heinz-Christian Strache im Gespräch mit Andreas Mölzer. W3-Verlags-Gesellschaft, Wien 2006, ISBN 3-900052-09-3.

ლიტერატურა შტრახეს შესახებ

  • Schiedel, Heribert: Der rechte Rand. Extremistische Gesinnungen in unserer Gesellschaft. Edition Steinbauer, Wien 2007, ISBN 978-3-902494-25-2.

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი