შინაარსზე გადასვლა

ჰეილი რეინჰარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰეილი რეინჰარტი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჰეილი ელიზაბეტ რეინჰარტი
დაბ. თარიღი 9 სექტემბერი, 1990 (1990-09-09) (33 წლის)
წარმოშობა უილინგი, ილინოისი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, ჯაზი, ბლუზი, როკი, სოული, ნეო-სოული, ფანკი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 2015 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
Independent[1][2] (2014–present)
Concord Records (2017)
19
Interscope Records
საიტი haleyreinhart.com

ჰეილი ელიზაბეტ რეინჰარტი (ინგლ. Courtney Michaela Coco Jones; დ. 9 სექტემბერი, 1990, უილინგი, ილინოისი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. ის American Idol-ის მეათე სეზონში მესამე ადგილზე გავიდა, რის შემდეგაც მოიპოვა პოპულარობა. მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Interscope Records-თან და გამოუშვა თავისი პირველი ალბომი. 2015 წელს გამოუშვა ქავერი „Can't Help Falling in Love“, რომელიც ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში და მოხვდა ჩარტებში. ასევე ითამაშა Netflix-ის შოუში F Is for Family. მან გამოუშვა ალბომები Listen Up! (2012), Better (2016), What's That Sound? (2017), Lo-Fi Soul (2019) და Off the Ground (2022).

ადრეული ცხოვრებაწყაროს რედაქტირება

ჰეილი ელიზაბეტ რეინჰარტი დაიბადა უილინგში, ილინოისში, 1990 წლის 9 სექტემბერს. მისი მშობლები, პატი და ჰარი რეინჰარტი, მუსიკოსები არიან. მას ჰყავს უმცროსი და, სახელად ანჟელა, რომელიც ასევე მუსიკოსია. ჰეილიმ სიმღერა პატარაობიდან დაიწყო და გამოდიოდა მშობლების ჯგუფთან, Midnight-თან ერთად. დედამისი იყო ჯგუფში The Company She Keeps. ჰეილი ბავშვობაში მღეროდა სხვადასხვა ღონისძიებასა და კონკურსზე.

ის სწავლობდა მარკ ტვენის სახელობის დაწყებით სკოლაში. შემდეგ სწავლა განაგრძო O.W. ჰოლმსის საშუალო სკოლასა და ვილინგის საშუალო სკოლაში. ამ დროს გახდა ჯგუფ Midnight Blues-ის წევრი. 2009 წელს სწავლა დაიწყო ჰარპერის კოლეჯში .

კარიერაწყაროს რედაქტირება

ჰეილი 2011 წელს

2011 წლის ივლისში ხელი მოაწერა კონტრაქტს Interscope Records-თან.[3] მისი სადებიუტო ალბომი Listen Up! გამოვიდა 2012 წლის 22 მაისს. ნამუშევარმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა.[4] იმავე წელს რეინჰარტმა იმღერა ფესტივალ Lollapalooza-ზე.

მან ფართო აღიარება მოიპოვა 2015 წელს სკოტ ბრედლის ჯგუფ Postmodern Jukebox-თან ერთად გამართულ ტურნეზე. იმავე წელს გამოუშვა Radiohead-ის კომპოზიციის, „Creep"-ის ჯაზ ქავერი.[5] ნამუშევარი ზედიზედ 58 კვირა იყო ბილბორდის ჯაზ-ციფრული სიმღერების ჩარტში და დაიმსახურა კრიტიკოსების მოწონება. იმავე წელს გამოუშვა ელვის პრესლის კომპოზიციის, „Can't Help Falling in Love"-ის ქავერი.[6] სიმღერა მე-16 ადგილზე გავიდა Adult Contemporary-ის ჩარტში.[7] ნამუშევარმა 2023 წლის 31 ივლისს ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან მიიღო პლატინის სერტიფიკატი. ასევე კომპოზიციამ მოიგო Cannes Lion-ისა და Clio Award-ის ჯილდო 2016 წელს. მუსიკოსის სამსახიობო დებიუტი შედგა Netflix-ის ანიმაციურ კომედიაში F Is for Family 2015 წლის 18 დეკემბერს.[8][9]

ჰეილი 2017 წელს

მისი მეორე სტუდიური ალბომი, Better, გამოვიდა 2016 წლის 29 აპრილს.[10] ნამუშევარი ბილბორდის Independent Albums-ის ჩარტში 22-ე ადგილზე გავიდა. იმავე წელს დაიწყო ტურნე შეერთებულ შტატებში, ხოლო 2017 წლის მაისსა და ივნისში იმღერა ევროპაში.[11] რეინჰარტის მესამე სტუდიური ალბომი, What's That Sound?, გამოვიდა 2017 წლის 22 სექტემბერს Concord Records-ის ეგიდით.[12] ალბომიდან გამოვიდა ჯამში ოთხი სინგლი, მათ შორის წამყვანი სინგლი, „Baby It's You".[13] ნამუშევარი გამოვიდა 2017 წლის 16 ივნისს. მუსიკოსმა ტურნე გამართა 2017 წლის შემოდგომაზე.

ჰეილი 2018 წელს Hotel Cafe-ში

2018 წელს გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი „Something Strange", რომელიც ბილბორდის Dance/Mix Show Airplay-ის ჩარტში 23-ე ადგილზე გავიდა. 2018 წლის 1 ივნისს გამოუშვა სინგლი „Last Kiss Goodbye", რომელიც ბილბორდის ჯაზ-ციფრული სიმღერების ჩარტში მე-15 ადგილზე გავიდა. მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ალბომი, Lo-Fi Soul, გამოვიდა 2019 წლის 27 მარტს.[14] ალბომიდან ოთხი სინგლი გამოვიდა, მათ შორის კი მთავარი სინგლი „Don't Know How to Love You" გამოვიდა 2018 წლის 14 სექტემბერს.

რეინჰარტიმა ითამაშა 2020 წლის ფილმში „We Can Be Heroes“.[15] 2022 წლის 4 სექტემბერს მან გამოუშვა თავისი ახალი EP, „Off the Ground".

არტისტიზმიწყაროს რედაქტირება

რეინჰარტის დისკოგრაფია მოიცავს ისეთ ჟანრებს, როგორიცაა როკ-ენ-როლი, ფანკი, პოპი, ჯაზი, ბლუზი და აფრიკული პერკუსი. მის გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინეს მუსიკოსმა მშობლებმა.[16] ისინი იყვნენ ისეთი როკ ლეგენდების თაყვანისმცემლები, როგორებიც არიან ჯენის ჯოპლინი და ჯიმი ჰენდრიქსი. მუსიკოსის თქმით მასზე დიდი გავლენა იქონიეს ბიტლზის წევრებმა, ჯონ ლენონმა და პოლ მაკ-კარტნიმ.[17]

დისკოგრაფიაწყაროს რედაქტირება

  • Listen Up! (2012)
  • Better (2016)
  • What's That Sound? (2017)
  • Lo-Fi Soul (2019)
  • Off the Ground (2022)

რესურსები ინტერნეტშიწყაროს რედაქტირება

სქოლიოწყაროს რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი