ჰიერონ I

ჰიერონ სირაკუსელი უფროსი,[1] ჰიერონ I (დ. ძვ. წ. 540/525 – გ. ძვ. წ. 467/466) — სირაკუსეს ტირანი. წარმოშობით სიცილიის ქალაქ გელიდან (დღ. ჯელა). მისმა უფროსმა ძმამ გელონმა ძვ. წ. 491 წელს გელაში ძალაუფება აიღო ხელში, შემდგომ დამკვიდრდა სირაკუსეშიც (ძვ. წ. 485) და გელის მართვა ძმას ჩააბარა. გელონის სიკვდილის შემდეგ (ძვ. წ. 478) ჰიერონ I გახდა სირაკუსეს მმართველი (პირველი არქონტი). დაიმორჩილა სიცილიის დიდი ნაწილი, ატარებდა აქტიურ საგარეო პოლიტიკას. დიდ წარმატებას მიაღწია სამხრეთ იტალიაში: დაამარცხა რეგიუმის ტირანი ანაქსილაე, ძვ. წ. 474 წელს ქალაქ კუმეს დასახმარებლად გაემართა და საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა ეტრუსკები, რამაც ბოლო მოუღო მათ პრეტენზიას აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ბატონობაზე. ჰიერონ I-ის დროს სირაკუსეს ტირანიამ ძლიერების მწვერვალს მიაღწია. ამან ასახვა ჰპოვა პანელინურ პრეტენზიებში: ის ხშირად მონაწილეობდა და იმარჯვება ცხენებითა და ეტლებით დოღებში დელფოსა და ოლიმპიაში. მფარველობდა მხატვრებსა და მწერლებს, მისი კარი ბერძნული დასავლეთის კულტურული ცხოვრების ცენტრი გახდა. აქ თავშესაფარი ჰპოვეს ცნობილმა პოეტებმა სიმონიდემ, პინდარემ, ბაკქილიდემ, ესქილემ.[2]

ჰიერონ I
ბერძ. Ἱέρων Α΄
სირაკუსეს ტირანი
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 478
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 467/466
წინამორბედი: გელონი
მემკვიდრე: თრასიბულე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: ძვ. წ. 540/525
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 467/466

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი