უმაღლესი დონის ჩინური დომენები
.中国, .中國 (ჩინ.: 中国/中國 — „ჩინეთი“), .公司 (ჩინ.: 公司 — „კომპანია“) და .网络 (ჩინ.: 网络 — „ქსელი“) — ზედა დონის ეროვნული დომენი ჩინეთისათვის, რომელიც იყენებს ჩინურ დამწერლობას. დომენები ჩინეთის ტერიტორიაზე მოქმედებაში შევიდნენ 2002 წელს[1].[2] დომენების შემოღების ტექნიკური შესაძლებლობა იმ ენებზე, რომლებშიც არ გამოიყენება ლათინური დამწერლობა, გაჩნდა სამუშაო წინადადების (ინგლ. Request for Comments, RFC) შესაბამისი სტანდარტების ინტერნეტის ინჟინერთა საბჭოს (ინგლ. Internet Engineering Task Force, IETF) შემოღებით[3]. მეორე დონის დომენების სახელები შეიძლება შეიცავდეს ჩინურ იეროგლიფებს, ლათინურ დამწერლობას, ციფრებს და დეფისებს[4]. მაგრამ ახალი დომენები არ დარეგისტრირდა ICANN-ში, ამის ნაცვლად მათზე ჩანაწერები შეტანილი იქნა ჩინური DNS-სერვერების ძირითად ზონაში. ასე რომ, ჩინეთის გარედან საიტებზე დაშვების მიღება, რომლებიც იყენებენ ჩინურ ინტერნეტის პირველად დომენს, შესაძლებელია მხოლოდ შესაბამის DNS-სერვერებზე დავალებების ხელით მიცემის გზით[5]. ICANN-ის დირექტორმა პოლ ტუმეიმ განაცხადა, რომ ჩინურ და სხვა არაინგლისურენოვან დომენებს ხელი შეეწყობათ 2009 წლის მაის-ივნისიდან[6].
.中国, .中國, .公司, .网络 | |
---|---|
შემოღებულია | 2002 |
დომენის ტიპი | ზედა დონის ეროვნული დომენი |
სტატუსი | ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შიგნით მოქმედი |
რეგისტრატორი | CNNIC |
დანიშნულება | ჩინეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ობიექტი |
საიტი | http://www.cnnic.cn |