Barrett (ალბომი)

სიდ ბარეტის ალბომი

Barrettსიდ ბარეტის მეორე სოლო ალბომი, რომელიც ჩაიწერა პიტერ ჯენერის ინიციატივით.

Barrett
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 14 ნოემბერი, 1970
ჩაიწერა 26 თებერვალი 17 ივლისი 1970
ჟანრი ფსიქოდელიური როკი
ფოლკ როკი
ხანგრძლივობა 38:43 (ორიგინალური გამოცემა)
56:13 (Crazy Diamond-ის ვერსია)
ლეიბლი Harvest/EMI
Capitol Records (აშშ)
პროდიუსერი რიჩარდ რაიტი, დეივიდ გილმორი
სიდ ბარეტი — ქრონოლოგია
The Madcap Laughs
(1970)
Barrett
(1970)
Syd Barrett
(1974)
პროფესიონალური რეიტინგები
მიმოხილვების ქულები
წყარორეიტინგი
Allmusic3.5/5 stars[1]
Rolling Stone3/5 stars[2]

ისტორია

ჯენერი თვლიდა, რომ სიდს ჯერ კიდევ შეეძლო კარგი ალბომის ჩაწერა, თუმცა სიდის მდგომარეობა იმ პერიოდისათვის უკვე მძიმე იყო და მასთან ურთიერთობა იყო პრაქტიკულად შეუძლებელი.

წინა ალბომის ჩაწერისგან განსხვავებით, ამ დისკის ჩაწერისას სიდი უფრო მშვიდი იყო. ალბომზე მუშაობისას დეივიდ გილმორმა (რომელიც მისი პროდიუსერი იყო) შეცვალა მუშაობის ტაქტიკა, წინა ჩანაწერისგან განსხვავებით. მუსიკოსები იწერდნენ საკუთარ სოლოებს, შემდეგ კი მათ სიდის სოლოები ემატებოდა. ეს გაკეთდა იმისთვის, რათა ჟღერადობას უფრო პროფესიონალური სახე ჰქონოდა.

ალბომის სიმღერების ნაწილი საკმაოდ ბნელი და მძიმე ჟღერადობით გამოირჩევა, ვოკალში შეიმჩნევა განცდა (მაგალითად, „Dominoes“-ში). დიდი რაოდენობით ჟღერს რიჩარდ რაიტის ორგანი. ჯერი შირლიმ (Humble Pie) დაუკრა დასარტყმელ საკრავებზე. პერკუსიაზე ჯონ უილსონი და უილი უილსონი უკრავენ.

1970 წლის 6 ივნისს სიდმა გამართა ერთადერთი კონცერტი, რომელზეც დაუკრეს დეივიდ გილმორმა და ჯერი შირლიმ (ორივე უკრავდა სტუდიურ დისკზე). კონცერტის დროს სიდი მოულოდნელად გავიდა სცენიდან და აღარ დაბრუნებულა.

მსმენელმა გამოსვლისას ეს ალბომი უფრო ნაკლები ინტერესით მიიღო, ვიდრე The Madcap Laughs. დაღლილი ბარეტი დაბრუნდა კემბრიჯში, მცირე დროის განმავლობაში უკრავდა ჯგუფთან Stars (1972), ხოლო 1974 წლის წარუმატებელი სესიების შემდეგ სამუდამოდ წავიდა მუსიკალური სამყაროდან.

1993 წელს ალბომი გამოვიდა კომპილაციის Crazy Diamond შემადგენლობაში, დამატებითი სტუდიური დუბლებით. 2010 წელს გამოვიდა რემასტერი (ალბომთან The Madcap Laughs ერთად). 2015 წელს ალბომი გამოვიდა იაპონიაში, SHM-CD-ის სახით, კიდევ ორი დამატებითი სიმღერით.

ალბომის გარეკანი შედგენილია ბარეტის ნახატებით, რომლებიც მას ჯერ კიდევ სამხატვრო კოლეჯში სწავლისას დაუგროვდა. კომპილაციის Crazy Diamond შემთხვევაში, ბუკლეტს ახლავს ანოტაციები.

სიმღერების სია

ორიგინალური გამოცემა

მხარე 1
#სახელწოდებაშენიშვნებიხანგრძლივობა
1.„Baby Lemonade“დუბლი 1, ჩაიწერა: 26 თებერვალი 19704:10
2.„Love Song“დუბლი 1, ჩაიწერა: 17 ივლისი 1970, დამატებითი დუბლები: 17 ივლისი3:03
3.„Dominoes“დუბლი 3, ჩაიწერა: 14 ივლისი 19704:08
4.„It Is Obvious“დუბლი 1, ჩაიწერა: 17 ივლისი 1970, დამატებითი დუბლები: 20 ივლისი2:59
5.„Rats“დემო, ჩაიწერა: 7 მაისი 1970, დამატებითი დუბლები: 5 ივნისი3:00
6.„Maisie“დუბლი 2, ჩაიწერა: 26 თებერვალი 19702:51
მხარე 2
#სახელწოდებაშენიშვნებიხანგრძლივობა
7.„Gigolo Aunt“დუბლი 15, ჩაიწერა: 27 თებერვალი 1970, დამატებითი დუბლები: 2 აპრილი5:46
8.„Waving My Arms in the Air“დუბლი 1, ჩაიწერა: 27 თებერვალი 1970, დამატებითი დუბლები და ვოკალის ახალი ჩაწერა - 2 აპრილი2:09
9.„I Never Lied to You“დუბლი 1, ჩაიწერა: 27 თებერვალი 1970, დამატებითი დუბლები და ვოკალის ახალი ჩაწერა - 2 აპრილი1:50
10.„Wined and Dined“დუბლი 10, ჩაიწერა: 14 ივლისი 19702:58
11.„Wolfpack“დუბლი 2, ჩაიწერა: 3 აპრილი 19703:41
12.„Effervescing Elephant“დუბლი 9, ჩაიწერა: 14 ივლისი 19701:52
საერთო ხანგრძლივობა:38:43

1993 წლის გამოცემა

1993 წელს Barrett გამოიცა კომპილაციის Crazy Diamond შემადგენლობაში, დამატებითი სიმღერებით:

დამატებითი სიმღერები
#სახელწოდებაშენიშვნებიხანგრძლივობა
13.„Baby Lemonade“დუბლი 1, ჩაიწერა: 26 თებერვალი 1970მხოლოდ გიტარა და ორმაგი ვოკალი3:46
14.„Waving My Arms in the Air“დუბლი 1, ჩაიწერა: 26 თებერვალი 1970მხოლოდ გიტარა და ვოკალი2:13
15.„I Never Lied to You“დუბლი 1, ჩაიწერა: 27 თებერვალი 1970მხოლოდ გიტარა და ვოკალი1:48
16.„Love Song“დუბლი 1, ჩაიწერა: 14 ივლისი 19702:32
17.„Dominoes“დუბლი 1, ჩაიწერა: 14 ივლისი 19700:40
18.„Dominoes“დუბლი 2, ჩაიწერა: 14 ივლისი 19702:36
19.„It Is Obvious“დუბლი 2, ჩაიწერა: 17 ივლისი 1970მხოლოდ ელექტრონული გიტარა და ვოკალი3:51
საერთო ხანგრძლივობა:56:13

პერსონალი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი