Boletus reticulatus

ბადისებრი დათვისსოკო (ლათ. Boletus reticulatus) — ბოლეტუსის (ლათ. Boletus) გვარის სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. ზოგჯერ ითვლება დათვისსოკოს ნაირსახეობად.

ბადისებრი დათვისსოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ბოლეტუსი
სახეობა:  ბადისებრი დათვისსოკო
ლათინური სახელი
Boletus reticulatus Schaeff. (1763)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 122090240

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამუჟუჟებული. ფართოდაა გავრცელებული ევროპაში. ასევე გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, იაპონიასა და მათ შორის — საქართველოში. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, მაისის ბოლოდან შემოდგომამდე.

სოკო პირველად აღწერა გერმანელმა ბოტანიკოსმა და მიკოლოგმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Boletus reticulatus.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus aestivalis (Paulet) Fr. (1838)[2]
  • Boletus edulis f. reticulatus (Schaeff.) Vassilkov (1966)[3]
  • Boletus edulis subsp. reticulatus (Schaeff.) Konrad & Maubl. (1926)
  • Boletus reticulatus Schaeff. (1763)
  • Tubiporus aestivalis Paulet (1793)

აღწერა

ქუდის დიამეტრი — 6-30 სმ, თავდაპირველად ნახევარსფეროსებრი, მოგვიანებით ძლიერ ამოზნექილი, ხასხასა ღია ყავისფერიდან (ნარინჯისფერი ელფერით) ღია წაბლისფერ ან ჟანგმიწისფერ-ნაცრისფერამდე, ხავრდოვანი, მქრქალი, მშრალი. მშრალ ამინდში შეიძლება დაიფაროს ბზარებით.

რბილობი — მკვრივი ან ხორციანი, თეთრი, ჰაერზე ფერს არ იცვლის, მილების ქვეშ შეიძლება მიიღოს მოყვითალო ელფერი. სოკოს დამახასიათებელი სუნითა და მოტკბო ან თხილის სუნით.

ფეხი — მსხვილი, ხორციანი, ზედა მხარეს შედარებით ვიწრო, ნორჩობაში გურზისებრი, შემდგომში ცილინდრული, მოყავისფრო ან მოწაბლისფრო. მთელს სიგრძეზე დაფარულია მკვეთრად გამოხატული თეთრი ან მურა ფერის ბადით.

ჰიმენოფორი — თავისუფალი ან ფეხთან შეზრდილი, სისქე — 1-3,5 სმ, თავიდან თეთრი, შემდეგ მილები იღებს მომწვანო-ყვითელ ფერს, სიბერეში ზეთისხილისფერ-ყვითელია. ფორები წვრილი, მომრგვალებული.

სპორების ფხვნილი — ზეთისხილისფერი[4] ან ზეთისხილისფერ-ყავისფერი, სპორები — 15×5 მკმ, გლუვი, ელიფსისებრ-თითისტარისებრი, ზოგჯერ ცილინდრული.

კვებითი ღირებულება

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა,[5] თუმცა მისი გვარის სხვა წარმომადგელებისაგან ნაკლებად მკვრივი რბილობით გამოირჩევა. იხმარება ახალი, გამხმარი, დამწნილებული და დამუჟუჟებული. გახმობის შემდეგ მისი გემო და არომატი კიდევ უფრო ძლიერდება. გარდა ამისა, სოკოს ხმარობენ წვნიანი კერძების მოსამზადებლად. ასევე შესაძლებელია გაყინვა.

ბადისებრი დათვისსოკო, ისევე როგორც ბოლეტუსის(ლათ. Boletus) გვარის სხვა სოკოები, დაცულია გერმანიაში. მისი შეგროვება ნებადართულია მცირე რაოდენობით, მხოლოდ პირადი მოხმარებისათვის.

მსგავსი სახეობები

გავრცელება და ეკოლოგია

მიკორიზას ქმნის წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენლებთან (წიფელი, მუხა, წაბლი), ასევე რცხილასთან. უპირატესობას ანიჭებს ნათელ ფოთლოვან ტყეებს, ტყის პირებსა და მშრალ ტუტე ნიადაგს. ხშირად იზრდება წითელფეხა მუხისძირასთან ერთად. (ლათ. Boletus erythropus). იშვიათად აზიანებენ მწერები.

სოკო ფართოდაა გავრცელებული ევროპაში, განსაკუთრებით — საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით. გავრცელების არეალი ასევე მოიცავს ჩრდილოეთ აფრიკას, ჩრდილოეთ ამერიკას, იაპონიასა[6] და მათ შორის საქართველოს.[7]

სეზონი — მაისის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე,[5][8] ზოგჯერ ნოემბრის შუა პერიოდამდე.[9]

გალერეა

ლიტერატურა

  • Васильков Б. П. Систематическое описание видов и форм белого гриба. — Л.: „Наука“, 1966.
  • Грибы: Справочник / Пер. с итал. Ф. Двин. — М.: «Астрель», „АСТ“, 2001. — С. 214. — 304 с. — ISBN 5-17-009961-4.
  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 189. — ISBN 5-17-020333-0.
  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 84. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.
  • Уду Ж. Грибы. Энциклопедия = Le grand livre des Champignons / пер. с фр. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 28. — ISBN 5-271-05827-1.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი