Pearson plc

Pearson PLC (ზოგჯერ ქართული ასოებით: პირსონი) — ბრიტანული ტრანსნაციონალური საგამომცემლო და საგანმანათლებლო კომპანია, რომლის სათაო ოფისი ლონდონში მდებარეობს. ის სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო მასალებსა და სერვისებს ქმნის ინსტიტუციების, სამთავრობო და ინდივიდუალური სწავლებისათვის.[2][3] კომპანია ქმნის ტესტებს, სასწავლო მეთოდებს, შეფასების სისტემებს და სხვა არაერთ სასწავლო სერვისს, მათ შორის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებს, საგანმანათლებლო კომპიუტერულ პროგრამებსა და მისთ. Pearson-ი ასევე ფლობს და მართავს სკოლებს.

Pearson plc
დარგი განათლება
დაფუძნდა 1844; 180 წლის წინ (1844), სამუელ პირსონის მიერ, ლონდონში (დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი)
დამაარსებელი სამუელ პირსონი
პროდუქცია სასწავლო და ბეჭდვითი რესურსები (გაზეთები, წიგნები, ჟურნალები და ა.შ.)
შემოსავალი £4 513 მილიონი (2017)[1]
საწარმოო შემოსავალი £451 მილიონი (2017)[1]
სუფთა მოგება £408 მილიონი (2017)[1]
თანამშრომელი სიდნი ტაურელი (თავმჯდომარე)
ჯონ ფალონი (აღმასრულებელი დირექტორი)
საიტი pearson.com

კომპანიის შესახებ

კომპანია 1844 წელს სამუელ პირსონმა დააარსა. ის 2015 წლამდე ფლობდა გაზეთს „The Financial times“, რომელიც აღნიშნულ წელს Nikkie-ს მიყიდა, თავად კი სტრატეგია შეცვალა და მთლიანად განათლებაზე ფოკუსირდა. განათლება დიდი ხნის განმავლობაში კომპანიის მთავარი მიმართულება იყო: პირსონი არის სახელმძღვანელოების და მასთან დაკავშირებული მასალების მსოფლიოს საუკეთესო გამომცემელი. [4] კომპანია სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიონალებს საგანმანათლებლო მასალებით უზრუნველყოფს. ამის გარდა, პირსონი ფლობს Penguin Random House-ის, ერთ-ერთი ცნობილი გამომცემლის 47%-იან წილს. ეს წილი მისი შემოსავლების 15%-ის მომტანია.

Pearson PLC დღეისათვის 28 კომპანიას ფლობს. მათ შორისაა Integrated Analytics LLC, Multi Holding, GlobalEnglish, Global Education & Technology Group, Pearson eCollege და სხვა.

2015 წელს კომპანია მუშაობდა ბრენდის დიზაინის სააგენტოსთან, Together Design-თან, რომ ერთობლივი ძალებით შეექმნათ კომპანიის ლოგო. ახალი ლოგო არის კითხვისა და ძახილის ნიშნების ისეთი კომბინაცია, რომ შეიქმნას ინგლისური ასო „P“.

საქმიანობა

Pearson-ის სათაო ოფისი

Pearson-ის საქმიანობა სამ ძირითად სეგმენტად იყოფა:[4]

კომპანია უშვებს სახელმძღვანელოებს ისეთი ბრენდების ქვეშ, როგორებიცაა BTEC, Bug Club, Fronter, GradPoint, Schoolnet და SuccessNet. დიდ ბრიტანეთში პირსონი იყენებს საგამოცდო საშუალება Edexcel-ს, რომელიც უშუალოდ დიდ ბრიტანეთში გამოიყენება.[4]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი