Strachan Open

Strachan Open ან Strachan Challenge — სნუკერის პროფესიონალური ტურნირი.

იწყებოდა 1992 წელს, როგორც რეიტინგული ტურნირი სახელწოდებით Strachan Open, ამავე სახელწოდების კომპანიის სპონსორირებით. პირველი გათამაშება გაიმართა Thornbury Leisure Centre-ში, ბრისტოლის მახლობლად. ჯეიმზ უოტანამ ფინალში იმ დროისთვის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ჯონ პეროტი დაამარცხა ანგარიშით 9:5 და მოიპოვა თავისი პირველი რეიტინგული ტიტული. პრიზად მას ერგო GB£ 12 500. სადებიუტო გათამაშებაში მონაწილეობა არ მიიღო ბევრმა წამყვანმა პროფესიონალმა, რადგან ტურნირის რეიტინგული ქულები და საპრიზო ფონდი ნაკლები იყო, ვიდრე სხვა ანალოგიურ შეჯიბრებების უმრავლესობაზე.

1993 წელს ტურნირმა შეიცვალა სახელწოდება Strachan Challenge-ზე და გახდა დაბალრეიტინგული (ანუ ქულები ირიცხებოდა 1/10-ის დოზით, რათა როგორმე მაინც წაეხალისებინათ ახალი მოთამაშეები). შეიცვალა ჩატარების ფორმულაც. საბოლოოდ, 1994 წელს Strachan Challenge არარეიტინგული გახდა, რის გამოც საბოლოოდ დაკარგა მოთამაშეების მხრიდან ინტერესი, შესაბამისად, სპონსორებიც.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 1992 წელს პიტერ ებდონმა უეინ მარტინის წინააღმდეგ მატჩში მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა.

გამარჯვებულები

წელიგამარჯვებულიფინალისტიანგარიშისეზონი
Strachan Open (რეიტინგული)
1992 ჯეიმზ უოტანა ჯონ პეროტი9:51991/92
Strachan Challenges (დაბალრეიტინგული)
1992 ჯო სვეილი სტეფან მაზროცისი9:41992/93
1993 ტროი შოუ ნაიჯელ ბონდი9:41992/93
1993 ტონი დრაგო კენ დოერტი9:71992/93
Strachan Challenges (არარეიტინგული)
1994 ენტონი ჰემილტონი ენდი ჰიქსი9:41993/94
1994 ენტონი ჰემილტონი პოლ დევისი9:41993/94

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024სპეციალური:ძიებაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიდიდგორის ბრძოლაკატეგორია:ქართული გვარებიმამის დღესლოვაკეთისეტყვასაქართველოქვეყნების სიასაჭმელი ტრიუფელითამარ მეფესლოვენიადავით IV აღმაშენებელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმიხეილ მესხის სტადიონიყურბან-ბაირამიილია ჭავჭავაძემეორე მსოფლიო ომიგიორგი მიქაუტაძეჩუტყვავილახვიჩა კვარაცხელიამსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატიკრიშტიანუ რონალდუპირველი მსოფლიო ომიბელგიარაბათის ციხერუმინეთიგერმანიაკარლეს პუჩდემონიიოანე-ზოსიმეთურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებივეფხისტყაოსანივახტანგ I გორგასალიქუნთრუშათბილისიზღვის დონექართული დამწერლობა