Tatra T3R.PV

Tatra T3R.PV — ერთსექციური, ორურიკიანი, ცალმხრივი მიმართულების, მაღალიატაკიანი ტრამვაის ვაგონი; ტატრა T3-ის მოდერნიზაცია, რომელიც გამოიყენება განსაკუთრებულად ამორტიზებული ტატრა T3-ების განახლებისას.

პრაღის ტრამვაი ტატრა T3R.PV სმიხოვის ვაგზალთან (Smíchovské nádraží)
ოსიეკის ტატრა T3R.PV-ს უკანა ხედი
ტატრა T3R.PV-ს ორვაგონიანი ბმული პლზენში

ისტორია

ზოგიერთი ტატრა T3 მეტად ცუდ მდგომარეობაშია, რის გამოც მათი აღდგენა-განახლება რთულია. ასეთი ვაგონებისათვის საჭირო გახდა მოდერნიზაციის ახალი ტიპების შემუშავება, როგორებიცაა ტატრა T3R.EV და ტატრა T3R.PV.

მოდერნიზაცია

ასეთი მოდერნიზაცია გულისხმობს ძარას გადაკეთებას, რომლის დროსაც ვაგონს პირველი კარის დასაწყისამდე აჭრიან წინა, სახიან ნაწილს, რადგან კოროზიის (ან დეფორმაციის) გამო მისი აღდგენა დიდ შრომით და ფინანსურ დანახარჯებს ითხოვს. ამის შემდეგ ძარას უმაგრდება ახალი წინა მხარე (ე.წ. „ნიღაბი“). ეს ახალი სახიანი მხარე შესაძლოა იყოს როგორც კლასიკური ტატრა T3-ის დიზაინის (დიზაინერი: ფრანტიშეკ კარდაუსი), აგრეთვე თანამედროვე, ვარიო LF-ის მსგავსი (დიზაინერი: ფრანტიშეკ პელიკანი. ასეთი დიზაინი აქვთ მხოლოდ ოსიეკის და ვოლგოგრადის ტატრა T3R.PV-ებს).ტატრა T3R.PV-ს ინტერიერი და მართვის პულტი ტატრა T3-ის უკანასკნელი მოდერნიზაციების ანალოგიურია. ეს ვაგონი აღჭურვილია TV Progress ელექტროაღჭურვილობით. პრაღის, ბრატისლავას და ვოლგოგრადის ტატრა T3R.PV–ებს აქვთ პანტოგრაფი (იხ.: დენმიმღები), ხოლო სხვა ქალაქებში, — ნახევარპანტოგრაფი.

ტექნიკური მონაცემები

  • სიგრძე (ქუროების გარეშე): 14 მ
  • სიგანე: 2,5 მ
  • სიმაღლე: 3,08 მ
  • ცარიელი ვაგონის წონა: 16ტ
  • ადგილების ჯამური რაოდენობა: 110
    • დასაჯდომი: 23
    • დასადგომი: 87
  • მაქს. რეკომენდებული სიჩქარე: 65 კმ/სთ

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი