პალეოეკოლოგია

პალეოეკოლოგია (ბერძ. Palaios – ძველი და ეკოლოგია) — პალეონტოლოგიის განხრა, რომელიც შეისწავლის გეოლოგიური წარსულის გარკვეულ გარემო პირობებს და ცხოველთა შეგუების მოვლენებს.

განამარხებული ორგანიზმი

წარსულის ორგანიზმების ცხოვრების ვითარების აღდგენის ძირითადი მეთოდია — ჩონჩხის ნარჩენების აგებულების შესწავლა; ამით შესაძლებელი ხდება ნამარხი ორგანიზმების ცხოვრების პირობების ნაწილობრივი აღდგენა. ქანების ნივთიერი შედგენილობა, მათი სტრუქტურა, ტექსტურული და გეოქიმიური მახასიათებლები გვაძლევს საშუალებას აღვადგინოთ უძველესი ორგანიზმებისცხოვრების მრავალი თავისებურება და მათი დაღუპვის ვითარება. უძველესი ორგანიზმების ბინადრობისა და მათი ცხოვრების ვითარების აღდგენისას პალეოეკოლოგია გვაწვდის მნიშვნელოვან ცნობებს პალეონტოლოგიის სხვა განხრებისათვის, ასევე გეოლოგიისათვის, პალეოგეოგრაფიული პირობების რეკონსტრუქციებისთვის და სხვ.

პალეოეკოლოგიის ფუძემდებელია რუსი პალეონტოლოგი ვლადიმერ კოვალევსკი, რომელმაც მოგვცა ამომწყდარი ხერხემლიანების ევოლუციური და პალეოეკოლოგიური ანალიზი. პალეოეკოლოგიის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა ნიკოლოზ ანდრუსოვმა კლასიკური შრომები უძღვნა ნამარხი ზღვიური ხერხემლიანების კვლევის საკითხს.პალეოეკოლოგიის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იყო ასევე ბელგიელი პალეონტოლოგის ლუი დოლოსა და ოტენიო აბელის შრომები.

გამოიცემა ჟურნალები „Palaeogeography, Palaeoclimatology, Palaeoecology“ (Amst., 1965-იდან).

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

  • Ager D. V., Principles of paleoecology, N. Y., 1963
  • Schäfer W., Aktuo-Paläontologie nach Studien in der Nordsee, Fr./M., 1962
  • Геккер Р. Ф., Введение в палеоэкологию, М., 1957
  • Иванова Е. А., О путях развития палеоэкологии в СССР, "Палеонтологический журнал", 1959, № 2
  • Яковлев Н. Н., Организм и среда, 2 изд., М.— Л., 1964
🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი