ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

სოფელი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხიდისთავი.

ხიდისთავისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ხიდისთავი, ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი). სოფელში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, საჯარო სკოლა[2], საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და საოჯახო სასტუმრო. სოფელში შემორჩენილია ტრადიციული გურული ოდა-სახლები, მათ შორის ანა კალანდაძის სახლი.[3]

სოფელი
ხიდისთავი

სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ხიდისთავი
კოორდინატები 41°58′23″ ჩ. გ. 42°12′40″ ა. გ. / 41.97306° ჩ. გ. 42.21111° ა. გ. / 41.97306; 42.21111
დაარსდა მეზოლითი
პირველი ხსენება XVI საუკუნე
ადრეული სახელები ოცხანა
ცენტრის სიმაღლე 230
მოსახლეობა 303[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) — გურიის მხარე
ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

გეოგრაფია

მდებარეობს მდინარე გუბაზეულის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 230 მ., ჩოხატაურიდან 7 კმ., ოზურგეთიდან (რკინიგზის უახლოესი სადგური) 26 კმ. სოფელში გადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზა.

ისტორია

1964 წლის მაისში ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (რ. გიორგაძე, ალ. კალანდაძე) მდინარეების კალაშისა და გუბაზეულის შესაყარში აღმოაჩინეს მეზოლითური ნამოსახლარი.[4] მოპოვებულ ძეგლებშია ბრინჯაოს თოხები, ბრინჯაოს ბარი, სპილენძის ზოდები, სპილენძის ქვაბი და ა.შ.

ხიდისთავის ძველი სახელწოდებაა ოცხანა. აქ მოდიოდა ვაზის ჯიში ოცხანური საფერე. XVI საუკუნეში ოცხანას მოსახლეობა შეადგენდა 20 კომლს. თემი როსტომ გურიელმა შესწირა ბიჭვინთის ღვთისმშობელს. სახელი ოცხანა იხსენიება 1622 წლის საბუთში. XIX საუკუნეში ოცხანა იყო ბასილეთის სასოფლო საზოგადოების ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები ოცხანა, ბასილეთი, ბუკნარი და მეწიეთი. 1870-იან წლებში საზოგადოების მოსახლეობა 400 კომლს შეადგენდა. ოცხანაში მოქმედებდა ბაზარი და ამიტომ ხიდისთავი ქალაქადაც მოიხსენიებოდა.[5] 1903 წელს სოფელში გაიხსნა ბიბლიოთეკა. 1908 წელს სოფლები ხიდისთავი და ოცნახა ცალ-ცალკე იყო აღწერილი. 1905 წლის რევოლუციის დროს აქ იმართებოდა პოლიტიკური კრებები, რის აღსანიშნავადაც დგას ობელისკი.

1920-იან წლებში არსებობდა ალკე რაიონის სახით. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა კოლმეურნეობა, რომლის ძირითადი საქმიანობა მეჩაიეობა და მეცხოველეობა იყო.

დემოგრაფია

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
1883[6]1944
1893[7] 2598
1908[8] 1404
1911[9] 1017
2002[10] 463202261
2014[1] 303143160

ისტორიული ძეგლები

ცნობილი ადამიანები

სოფელში დაიბადნენ:

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი