ვალდემარ II გამარჯვებული (დ. 9 მაისი, 1170 — გ. 28 მარტი, 1241) — დანიის მეფე 1202–1241 წლებში. XIII საუკუნის დამდეგს დაიმორჩილა ჩრდილოეთ გერმანიის ქალაქები (ჰამბურგისა და ლიუბეკის ჩათვლით) და სამთავროები (დაკარგა ბორნჰევედის ბრძოლაში ჩრდილოეთ გერმანიის მთავრებთან დამარცხების შემდეგ 1227 წელს), 1219 წელს დაიპყრო ჩრდილოეთი ესტონეთი. 1241 წელს გამოსცა ე. წ. იუტების კანონები.