შინაარსზე გადასვლა

სოსო ჯაჭვლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოსო ჯაჭვლიანი
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1958 (1958-06-05) (65 წლის)
მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 8 თებერვალი, 2024 (65 წლის)
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (დ. 5 ივნისი, 1958, მესტია — გ. 8 თებერვალი, 2024,თბილისი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი (მკლავჭიდი).

ბიოგრაფიაწყაროს რედაქტირება

1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

გარდაიცვალა 2024 წლის 8 თებერვალს, მძიმე სენის შედეგად. ბოლო წლების განმავლობაში, ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა და კლინიკაში მკურნალობდა.[1]

ფილმოგრაფიაწყაროს რედაქტირება

ფილმების დამდგმელი რეჟისორიწყაროს რედაქტირება

  • 2003: „ჩემი პირველი სიყვარული“
  • 2006:„მანიაკები?ფანატიკები?“ რეჟ. ბადრი ჯაჭვლიანთან ერთად
  • 2007: „სვანი“ რეჟ. ბადრი ჯაჭვლიანთან ერთად
  • 2010:„მაიტა ნასოსი“ რეჟ. გიორგი კაჭარავასთან ერთად

სცენარის ავტორი ფილმებისაწყაროს რედაქტირება

  • 2003: „ჩემი პირველი სიყვარული“ რეჟ. სოსო ჯაჭვლიანი
  • 2006:„მანიაკები?ფანატიკები?“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი
  • 2007: „სვანი“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი
  • 2010:„მაიტა ნასოსი“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, გიორგი კაჭარავა

პროდიუსერი ფილმებისაწყაროს რედაქტირება

  • 2006:„მანიაკები?ფანატიკები?“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი
  • 2007: „სვანი“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი

გადაღებულია ფილმებშიწყაროს რედაქტირება

ძირითადი მიღწევები სპორტშიწყაროს რედაქტირება

დისციპლინაადგილმდებარეობატურნირიწონითი კატეგორიაადგილი
მკლავჭიდი
სოფია, ბულგარეთი
ევროპის ჩემპიონატი 20183rd
მკლავჭიდი
სოფია, ბულგარეთი
ევროპის ჩემპიონატი 20181st
მკლავჭიდი
სპრინგფილდი, აშშ
მსოფლიო ჩემპიონატი 2002100 კგ3rd
მკლავჭიდი
სპრინგფილდი, აშშ
მსოფლიო ჩემპიონატი 2002100 კგ2nd
მკლავჭიდი
კაირო, ეგვიპტე
მსოფლიო ჩემპიონატი 1998100 კგ1st

რესურსები ინტერნეტშიწყაროს რედაქტირება

სქოლიოწყაროს რედაქტირება

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი