სოსო ჯაჭვლიანი

იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (დ. 5 ივნისი, 1958, მესტია — გ. 8 თებერვალი, 2024,თბილისი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი (მკლავჭიდი).

სოსო ჯაჭვლიანი
დაბადების თარიღი 5 ივნისი, 1958 (1958-06-05) (65 წლის)
მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 8 თებერვალი, 2024 (65 წლის)
საქმიანობა მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“.

გარდაიცვალა 2024 წლის 8 თებერვალს, მძიმე სენის შედეგად. ბოლო წლების განმავლობაში, ჯაჭვლიანი მძიმე დაავადებას ებრძოდა და კლინიკაში მკურნალობდა.[1]

ფილმოგრაფია

ფილმების დამდგმელი რეჟისორი

  • 2003: „ჩემი პირველი სიყვარული“
  • 2006:„მანიაკები?ფანატიკები?“ რეჟ. ბადრი ჯაჭვლიანთან ერთად
  • 2007: „სვანი“ რეჟ. ბადრი ჯაჭვლიანთან ერთად
  • 2010:„მაიტა ნასოსი“ რეჟ. გიორგი კაჭარავასთან ერთად

სცენარის ავტორი ფილმებისა

  • 2003: „ჩემი პირველი სიყვარული“ რეჟ. სოსო ჯაჭვლიანი
  • 2006:„მანიაკები?ფანატიკები?“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი
  • 2007: „სვანი“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი
  • 2010:„მაიტა ნასოსი“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, გიორგი კაჭარავა

პროდიუსერი ფილმებისა

  • 2006:„მანიაკები?ფანატიკები?“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი
  • 2007: „სვანი“ რეჟისორები სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი

გადაღებულია ფილმებში

ძირითადი მიღწევები სპორტში

დისციპლინაადგილმდებარეობატურნირიწონითი კატეგორიაადგილი
მკლავჭიდი
სოფია, ბულგარეთი
ევროპის ჩემპიონატი 2018
მკლავჭიდი
სოფია, ბულგარეთი
ევროპის ჩემპიონატი 2018
მკლავჭიდი
სპრინგფილდი, აშშ
მსოფლიო ჩემპიონატი 2002100 კგ
მკლავჭიდი
სპრინგფილდი, აშშ
მსოფლიო ჩემპიონატი 2002100 კგ
მკლავჭიდი
კაირო, ეგვიპტე
მსოფლიო ჩემპიონატი 1998100 კგ

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი