მოთამაშე აკონტროლებს სხვადასხვა სახის არსებებს, ავითარებს მის შესაძლებლობებს სურვილის მიხედვით. თამაში შედგება ხუთი სტადიისგან, დაწყებული მიკროორგანიზმებით და დამთავრებული მაღალგანვითარებული ცივილიზაციით.
Spore-მა მიიღო დადებითი შეფასებები მიმოხილველებისგან. British Academy Games Awards-ისგან გადაეცა ჯილდო საუკეთესო ტექნიკური მიღწევისთვის. საერთო განხილვების საიტებზე Metacritic-სა და GameRankings-ზე ფლობს 84.40%[3] და 84%.[4] Electronic Arts-ზე დაყრდნობით, გამოსვლიდან სამ კვირაში გაიყიდა 2 მილიონი ეგზემპლარი.[5]
თავიდან ირჩევთ პლანეტას და ცოცხალი არსების სახელს. სიცოცხლე იწყება წყლის წვეთიდან და ამ დროს თქვენ იბრძვით გადარჩენისთვის, რის შემდეგ ვითარდებით (თუ როგორ განვითარდება არსება ეს მოთამაშის ფანტაზიაზეა დამოკიდებული) და ამოდიხართ ხმელეთზე, შემდეგ არსებები ნელ ნელა ისწავლიან ურთიერთობას სხვა არსებებთან და განუვითარდებათ ტვინი (ანუ გადადიან თამაშის შემდეგ ეტაპზე, რომელსაც განსხვავებული ჟანრი ექნება). აქ უკვე იქმნება პირველი ცივილიზაცია ნელ ნელა განვითარდებიან სხვა არსებებიც, მოთამაშის გადასაწყვეტია მშვიდობის მოყვარე იქნებით თუ აგრესიული. შემდეგ არსებები ისწავლიან ქალაქის, მანქანების, გემების, თვითფრინავების და კიდევ ბევრი სხვა ტექნიკისა თუ შენობის გაკეთებას, მალე მოთამაშე დაიპყრობს მთელ პლანეტას და გაემგზავრებით კოსმოსში სამოგზაუროდ, რომ ცივილიზაცია კიდევ გაფართოვდეს და განვითარდეს.