ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის
ხელსაწყოები
ძირითადი
ბეჭდვა/ექსპორტი
ნებულას პრემია საუკეთესო რომანისთვის ყოველწლიურად სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფანტასტიკის ჟანრის ამერიკელ მწერალთა ასოციაციის მიერ სამეცნიერო ფანტასტიკის ან ფანტასტიკის ჟანრის რომანებს გადაეცემა. პრემიაზე წარდგენილი ნაშრომის მოცულობა არანაკლებ 40,000 სიტყვას უნდა შეადგენდეს. ნაშრომი გამოქვეყნებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე აშშ-ში და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამერიკელი მკითხველისთვის, აგრეთვე ელექტრონული ვერსიის სახით წარმოდგენის შემთხვევაში დასაშვებია აშშ-ს გარეთ გამოქვეყნებული და ინგლისურ ენაზე თარგმნილი ნაშრომები. პრემიაზე დასაშვებია რომანები, რომლებიც ადრე გამოქვეყნებული მოთხრობების განვრცობილ ვერსიას წარმოადგენენ, ასევე, ავტორის სურვილის შემთხვევაში, რომანად შეიძლება მიჩნეულ იქნეს ინდივიდუალურად გამოქვეყნებული ნოველები.[1] პრემია 1966 წლიდან გაიცემა.
ყველა მეტ ნებულას პრემიას საუკეთესო რომანისთვის ურსულა ლე გუინი ფლობს, რომელმაც ექვსი ნომინაციიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვა. მეორე ადგილს ჯო ჰალდემანი იკავებს, რომელსაც ოთხი ნომინაციიდან სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული. ყველაზე მეტ, თორმეტ ნომინაციას ჯეკ მაკდევიტი ფლობს, რომელმაც ერთი გამარჯვება მოიპოვა.
წელი | ავტორი | რომანი |
---|---|---|
1966 | ფრენკ ჰერბერტი | დიუნი[2] |
1967 | სემუელ დელანი | ბაბილონი-17[3] |
დენიელ კიზი | ყვავილები ელჯერნონისთვის[4] | |
1970 | ურსულა ლე გუინი | წყვდიადის მარცხენა ხელი[5] |
1972 | რობერტ სილვერბერგი | ცვლილებების დრო[6] |
1973 | აიზეკ აზიმოვი | თავად ღმერთები[7] |
1974 | ართურ კლარკი | შეხვედრა რამასთან[8] |
1975 | ურსულა ლე გუინი | განპყრობილები[9] |
1976 | ჯო ჰალდემანი | მარადიული ომი[10] |
1980 | ართურ კლარკი | სამოთხის შადრევნები[11] |
1985 | უილიამ გიბსონი | ნეირომანსერი[12] |
1986 | ორსონ სკოტ კარდი | ენდერის თამაში[13] |
1991 | ურსულა ლე გუინი | ტეჰანუ[14] |
1994 | კიმ სტენლი რობინსონი | წითელი მარსი[15] |
1999 | ჯო ჰალდემანი | სამუდამო მშვიდობა[16] |
2003 | ნილ გეიმანი | ამერიკელი ღმერთები[17] |
2006 | ჯო ჰალდემანი | კამუფლაჟი[18] |
2009 | ურსულა ლე გუინი | განჭვრეტა[19] |
2013 | კიმ სტენლი რობინსონი | 2312[20] |
2015 | ჯეფ ვანდერმირი | ანიჰილაცია[21] |