აზერბაიჯანის სამხედრო ისტორია

აზერბაიჯანის სამხედრო ისტორია მოიცავს თანამედროვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ათასობით წლის მანძილზე მიმდინარე სამხედრო მოქმედებებსა და აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ინტერვენციას საზღვარგარეთით. აზერბაიჯანელები სხვადასხვა ანტიკური ცივილიზაციის მემკვიდრე ხალხია, მათ შორის: კავკასიის ალბანელების, იტანული ტომების, როგორებიც სკვითები და ალანები იუვნენ და ოღუზებისა. ქვეყანა მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რაის გამოც აზერბაიჯანს უძველესი დროიდანვე ჰქონდა სამხედრო კონტაქტი როგორც ევროპელებთან, ისე აღმოსავლეთის სახელმწიფოებთან.

ამიერკავკასია და კავკასიის ალბანეთი (აღნიშნულია წითელი წერტილებიანი საზღვრით. კავკასიის ალბანეთის დიდი ნაწილი თანამედროვე აზერბაიჯანის ნაწილს მოიცავდა

ანტიკური ეპოქა

კავკასიის ალბანეთი

აზერბაიჯანის უძველეს მოსახლეებად კავკასიის ალბანელები მიიჩნევიან.[1] ამ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ძვ.წ. IX საუკუნეში სკვითები შეიჭრნენ.[2] სამხრეთ კავკასია ძვ.წ.-ით 550 წელს აქემენიანებმა დაიპყრეს. ამ პერიოდში აზერბაიჯანში ზოროასტრიზმი გავრცელდა. აქემენიანები ძვ.წ. 330 წელს ალექსანდრე დიდმა დააამრცხა. ძვ.წ.-ით 247 წელს ელევკიდების დასუსტების შემდეგ, ძვ.წ. 190 წლიდან ახ.წ. 428 წლამდე თანამედროვე აზერბაიჯანის ნაწილებს სომხეთის სამეფო აკონტროლებდა.[3][4] კავკასიის ალბანეთი ძვ.წ. I საუკუნეში სამეფოდ ჩამოყალიბდა და დამოუკიდებლობა მანამ შეინარჩუნა, სანამ სასანიანებმა ის პროვინციად არ აქციეს (ახ.წ. 252 წელი).[1]:38[1][5] კავკასიის ალბანეთის მეფემ, ურნაირმა IV საუკუნეში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა და ალბანეთმა ქრისტიანობა VIII საუკუნემდე შეინარჩუნა.[6][7] 642 წელს მუსლიმმა არაბებმა სასანიანები დაამარცხეს, რის შემდეგაც კავკასიის ალბანეთში სასანიანთა მმართველობაც დასრულდა.[8]

შუა საუკუნეები

სასანიანებისა და ბიზანტიელების დამარცხების შემდეგ კავკასიის რეგიონში მუსლიმი არაბები გაბატონდნენ. ქრისტიანების წინააღმდეგობის შემდეგ, რომელსაც პრინცი ჯავანშირი ხელმძღვანელობდა და რომელიც არაბებს 667 წელს დანებდა, არაბებმა კავკასიის ალბანეთი ვასალურ სახელმწიფოდ დაიქვემდებარეს. IX-X საუკუნეებში არაბმა სახელმწიფო მოხელეებმა მდინარე მტკვრისა და არაქსის რეგიონს არანი შეარქვეს. ამ პერიოდში ბასრადან და ქუფადან წამოსულმა არაბებმა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მიტოვებული ტერიტორიები დაიკავეს და მალე მიწათმფლობელ ელიტად იქცნენ.[9] აზერბაიჯანის მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამზე მოექცა. მოგვიანებით, X-XI საუკუნეებში აზერბაიჯანის ნაწილებს ქურთული სუნიტი მუსლიმების დინასტია შედადიანები და რავადიდები მართავდნენ.

რუსეთის მმართვლეობა

განჯის ბრძოლა (1826), რუსეთ-სპარსეთის 1826-1828 წწ. ომის ნაწილი

რუსეთ-სპარსეთის ომში (1803-1813) დამარცხების შემდეგ ყაჯართა სპარსეთი იძულებული გახდა ხელი მოეწერა გულისტანის ზავისთვის, რომლის მიხედვითაც სპარსეთმა რუსეთისადმი დაკარგული ტერიტორიები აღიარა. ადგილობრივი სახანოები გაუქმდა და რუსეთის დაქვემდებარებაში შევიდა.

რუსეთ-სპარსეთის კიდევ ერთი ომი (1826-1828) ირანის არმიის დამარცხებით დასრულდა. თურქმენჩაის ზავის შედეგად 1828 წელს კავკასიის ტერიტორიები ყაჯარებმა რუსეთს დაუთმეს. ზავის მიხედვით, აზერბაიჯანისა და ირანის საზღვარი დადგინდა. რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე ორი პროვინცია ჩამოყალიბდა: ელიზავეტპოლი (განჯა) დასავლეთ ნაწილში და შემახის რაიონი - აღმოსავლეთ ნაწილში.

რუსეთის სამოქალაქო ომი

რუსეთის იმპერიის კოლაფსის შემდეგ კავკასიაში თავდაპირველად, 1917 წელს ამიერკავკასიის კომისარიატი ჩამოყალიბდა. 1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაარსდა, რომელიც სომხეთთან და საქართველოსთან დამოუკიდებელი ფედერალური კავშირის შექმნის მცდელობას წარმოადგენდა. ფედერალური რესპუბლიკა ერთი თვის შემდეგ გაიშალა და 1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა დაარსდა. ის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა იყო ისლამურ სამყაროში.

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა

ახლად შექმნილი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარისკაცები, 1918 წ.

ახლად შექმნილი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ქალთა უფლებების გაფართოება, რის შემდეგაც აზერბაიჯანი პირველი მუსლიმური სახელმწიფო გახდა, სადაც ქალებს მამაკაცების თანასწორი პოლიტიკური უფლებები მიენიჭათ. ამ მიღწევით აზერბაიჯანმა ისეტ განვითარებულ ქვეყენბს გაუსწრო, როგორებიცაა: გაერთიანებული სამეფო და აშშ. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაც, რომელიც თანამედროვე ტიპის პირველი უნივერსიტეტი იყო აზერბაიჯანში.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი