ალფონსო II დ’ესტე

ალფონსო II დ’ესტე (იტალ. Alfonso II d'Este; დ. 22 ნოემბერი, 1533 — გ. 27 ოქტომბერი, 1597) — ფერარის, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგის — ერკოლე II-ის და მისი მეუღლის ფრანგი პრინცესას რენეს უფროსი ვაჟი და 1559 წლის 3 ოქტომბრიდან მამის მემკვიდრე.

ალფონსო II დ’ესტე

1566 წელს იგი იმპერატორ მაქსიმილიან II-სთან ერთად ოსმალების წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა. 1574 წელს მონაწილეობა მიიღო პოლონეთის ტახტისათვის კენჭისყრაში, თუმც მის ამ წამოწყებას წარმატება არ მოჰყოლია.

ალფონსო II ხელოვნების მეცენატი იყო და მფარველობდა პოეტ ტორკვატო ტასოს. მან 3-ჯერ იქორწინა:

ყველა მისი ქორწინება უშვილოდ დარჩა და ალფონსო II-ემ მემკვიდრედ ბიძაშვილი, მონტეკიოს მარკიზი ჩეზარე დ’ესტე დანიშნა. პაპმა კლიმენტი VIII-ემ ჩეზარეს მამის უკანონო წარმოშობის გამო ამ უკანასკნელს ფერარა ჩამოართვა და 1598 წელს თავის სამფლობელოებს შეუერთა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი